|
| 980 |
|---|
Pre-seed აქსელერატორი Founder Institute Georgia მორიგ ღონისძიებას მართავს
| Pre-seed აქსელერატორი Founder Institute Georgia მორიგ ღონისძიებას მართავს - ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ. „გაქვს სტარტაპი ან სტარტაპის იდეა? ფიქრობ, რომ გამოცდილი მეწარმეებისგან პირდაპირი და გულწრფელი უკუკავშირი სასარგებლო იქნებოდა? მაშინ შემოგვიერთდი Founder Institute-ის Founder Hotseat ღონისძიებაზე. დამსწრეებს საშუალება ექნებათ, თავიანთი ბიზნესიდეა ინვესტორთა და ექსპერტთა პანელის წინაშე წარადგინონ და ღირებული უკუკავშირი მიიღონ. თუ იდეის წარდგენა არ გინდა, შეგიძლია, მაინც დარეგისტრირდე, სხვების იდეებს მოუსმინო და ნახო, როგორ აანალიზებენ და აფასებენ ექსპერტები სტარტაპებს. (გაცნობებთ, რომ ღონისძიება ტარდება ქართულ ენაზე.) ვინ არიან ინვესტორები და ექსპერტები?
ვის შეუძლია დასწრება?
ვის შეუძლია იდეის წარდგენა? აუდიტორიიდან შეირჩევიან ადამიანები, რომლებიც იდეის წარდგენას შეძლებენ. პრეზენტაციის შესაძლებლობა მიეცემა იმდენ ადამიანს, რამდენის საშუალებასაც დრო მოგვცემს. იდეის წინასწარი რეგისტრაციისთვის ეწვიე ბმულს: მოსამზადებლად და წარდგენაზე სამუშაოდ, გადადი აქ: http://fi.co/madlibs. მაყურებლის დასწრება შესაძლებელია! თუ იდეის წარდგენა არ გინდა, შეგიძლია, მაინც დარეგისტრირდე, მოისმინო სტარტაპის იდეები და ნახო, როგორ აანალიზებენ და აფასებენ ინვესტორები და ექსპერტები ბიზნესებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რეგისტრაცია: https://fi.co/.../founder-hotseat-pitch-your-startup-to....
წყარო: https://www.bpn.ge/ |
![]()
01-11-2022
წყარო: Founder Institute Georgia
|
06-09-2019 უნიკალური შანსი საქართველოსთვის – აშშ-ს რევოლუციური ენერგეტიკული შეთავაზება ევროპას |
|---|
|
18-02-2019 ევექსი 2 კომპანიად იყოფა |
|
23-05-2019 26 მაისი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი |
|
11-05-2023 EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურული და ინოვაციური პროექტების კონკურსს აცხადებს |