|
| 1263 |
|---|
თიბისი მომხმარებლებს მალე ახალ პროდუქტს - „განაწილებას“ შესთავაზებს
| თიბისი მომხმარებლებს მალე ახალ, ინოვაციურ სერვის განაწილებას შესთავაზებს. პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე ფუნქციონირებს, როგორც BNPL- Buy Now, Pay Later (შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით). თიბისის განაწილებით მომხმარებლებს შეეძლებათ ყიდვა ახლა, გადახდა - მოგვიანებით. განაწილებით სარგებლობა ძალიან მალე იქნება შესაძლებელი. ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეიძინონ ნივთი დღეს, გაყონ მისი ღირებულება 4 ტოლ ნაწილად, შეადგინონ გადახდის გრაფიკი 4 თვეზე განაწილებით და გადაიხადონ ყოველგვარი საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი საკომისიოს გარეშე.
როგორ იქნება შესაძლებელი თიბისი განაწილების გამოყენება: • თიბისი განაწილებით სარგებლობა ციფრულ ბანკში QR-ის დასკანერებით იქნება შესაძლებელი, რომელიც ტერმინალზე გამოჩნდება მოთხოვნის შემთხვევაში
წყარო: https://commersant.ge/ |

28-10-2022
წყარო: თიბისი ბანკი
|
02-05-2019 გიორგი შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება |
|---|
|
31-05-2019 ანაკლიის პორტს აზიანებს ის აჟიოტაჟი, რაც ინვესტორმა ატეხა — ნათია თურნავა |
|
11-04-2019 ნათია თურნავამ ევროკავშირის დაფინანსებული ენერგეტიკული პროექტის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა |
|
20-02-2019 2019 წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალი უჯრედი გაიხსნება |