2019 წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალი უჯრედი გაიხსნება
ნავიგატორი
2417


2019 წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალი უჯრედი გაიხსნება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას გეგმავს, რაშიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც არიან ჩართული. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ვანო ჯანიაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„ლილოს ნაგავსაყრელი რომ მოუწესრიგებელია, ეს სერიოზული და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა. რა თქმა უნდა, მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეს აწუხებს ადგილობრივ მცხოვრებლებს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ როგორც ნორმალურ, ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია, ისე მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და შემდეგ ელექტროენერგიის ან საწვავის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გვეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილე მაია ბითაძის განცხადებით, წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და მას ახალი უჯრედი დაემატება.

„ნაგავსაყრელი ნამდვილად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მისი არასწორად დაგეგმარების გამო, ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა წარმოიშვა. როგორც გასულ წელს, ასევე, მიმდინარე წელს, ძალიან მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვატარებთ და წელს უფრო ფართომასშტაბიანს ჩავატარებთ იმისთვის, რომ ნაგავსაყრელიდან მეთანის წარმოშობისა და არასასიამოვნო სუნის გავრცელების საკითხი გადაწყდეს. ასევე, დიდი სამუშაოები ჩატარდება იმისთვის, რომ ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, დაიხუროს და წლის ბოლოს გვექნება ახალი უჯრედი, სადაც უკვე შეგვეძლება იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ვფიქრობ, რომ დაახლოებით, წელიწადნახევარში გარემოსდაცვითი პრობლემები, რომელსაც აღნიშნული ნაგავსაყრელი წარმოშობს დაბინძურების და სუნის კუთხით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, - განაცხადა მერის მოადგილე მაია ბითაძემ.

20-02-2019

წყარო: bpn

19-04-2019

მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსი

15-04-2019

Netflix-ი ჟურნალის გამოსაცემად ემზადება

26-04-2023

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება - საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის განსავითარებლად

06-06-2019

ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა

06-06-2019

ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა

19-04-2019

მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსი

15-04-2019

Netflix-ი ჟურნალის გამოსაცემად ემზადება

26-04-2023

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება - საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის განსავითარებლად


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ