|
| 2040 |
|---|
ანაკლიის პორტს აზიანებს ის აჟიოტაჟი, რაც ინვესტორმა ატეხა — ნათია თურნავა
| ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რეაქციები არაადეკვატური იყო. რუსთავი 2-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტს აზიანებს ის აჟიოტაჟი, რაც ინვესტორმა ატეხა და "რეაქცია აშკარად გადაჭარბებულია". "აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც უკვე გაუქმდა, არ იყო სამშენებლო ნებართვა, შესაბამისად პროექტის დაწყებაზე, მშენებლობის დაწყებაზე, ვერ იქნებოდა საუბარი. ეს იყო წინარე დოკუმენტი, რომელიც დარღვევით იყო გაცემული და უკვე გაუქმებულია...აშკარად არაადეკვატური იყო ეს რეაქცია იმ დოკუმენტის სტატუსისა და მნიშვნელობისა, რაც მას რეალურად ჰქონდა",— აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ამ დოკუმენტის გაცემა მასთან არ იყო შეთანხმებული და ამ საკითხზე შიდა მოკვლევა დაიწყო. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გუშინ , 30 მაისს გაუქმდა. ამას წინ უძღოდა ანაკლიის კონსორციუმის საგანგებო განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობამ მათ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა დაუმალა. |

31-05-2019
წყარო: on.ge
|
10-04-2019 თვითმფრინავის უდისციპლინო მგზავრთა რაოდენობის შესამცირებლად, ევროპაში კამპანია დაიწყო |
|---|
|
31-03-2019 ჩაისა და თაფლის ფესტივალი მთაწმინდის პარკში |
|
13-05-2019 თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა |
|
04-04-2019 ევროკომისიის სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი, ჯონ კლარკი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს ეწვია |