|
| 1637 |
|---|
ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომა გაიმართა
| ფინანსური განათლების წლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და 2019 წლის ძირითადი ამოცანები განიხილეს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კობა გვენეტაძე უძღვებოდა. სხდომაზე ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც იმ პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფებსა და ძირითად აქტივობებს განსაზღვრავს, რომელთა განხორციელებაც უახლესი წლების განმავლობაში იგეგმება. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა ის სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები, რომლებიც 2017-2018 წლებში მართვის კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით განვითარდა: "ფინანსური განათლების პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო", "ფინანსური განათლების პროექტებისა და სასწავლო მასალების სერტიფიცირების მაღალი დონის პრინციპები" და "ფინანსური განათლების ძირითადი კომპეტენციების ჩარჩო." კომიტეტის მუშაობაში ძირითად წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, "შემნახველი ბანკების ფონდიდან საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" (SBFIC), Finance in Motion-ის საქართველოს წარმომადგენლობითი ოფისიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან. ამას გარდა, შეხვედრას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა და "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" (Junior Achievement Georgia) წარმომადგენლებიც, რომლებმაც კომიტეტის ორი პროექტი წარუდგინეს, რომელთა მთავარი მიზანიც ახალგაზრდებში ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობაა.
|

31-05-2019
წყარო: pia.ge
|
03-05-2019 6 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში |
|---|
|
11-03-2019 ევროკავშირის მხარდაჭერით ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებას უწყობს ხელს |
|
22-05-2023 Roster of Photographers |
|
05-04-2019 კომერციული დაფინანსება გერმანული კომპანია DFT Deutsche Finetrading AG-სგან |