„კრისტალი“ საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის სპეციალური ბიზნესპროდუქტების შეთავაზებას იწყებს
ნავიგატორი
864


„კრისტალი“ საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის სპეციალური ბიზნესპროდუქტების შეთავაზებას იწყებს

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყება ან განვითარება სურთ, კომპანია ფინანსებზე მეტ ხელმისაწვდომობასა და სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფინანსო ბაზარზე ამგვარი შეთავაზება პირველია და მას ანალოგი არ აქვს.

 

ინიციატივის ფარგლებში, უკრაინის მოქალაქეებს რამდენიმე პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ: სტარტაპ სესხით, რომელიც საქართველოში ახალი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვისაა განკუთვნილი და ბიზნეს სესხით,  რომლის მომხმარებლებიც ის ადამიანები არიან, ვისაც თანხა უკვე არსებული ბიზნესის გაფართოებისთვის ესაჭიროებათ. სტარტაპ სესხის ოდენობა 5000 ლარამდეა, ბიზნეს სესხის კი - 10 000 ლარამდე.

 

ამას გარდა, კომპანია უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც ბიზნესის განვითარებისთვის დანადგარების ან ტექნიკის შეძენა სჭირდებათ, ალტერნატიულ ფინანსურ პროდუქტს, ლიზინგსაც სთავაზობს, რაც მათ გამარტივებული პროცედურებით სარგებლობისა და ფინანსებზე გამარტივებული წვდომის საშულებას აძლევს.

 

საგულისხმოა, რომ მეწარმე ქალები „კრისტალ კონსალტინგის“ სერვისების მიღებასაც შეძლებენ და მათ ისეთ თემებზე გაუწევენ  ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორობას, როგორიცაა ბიზნესის რეგისტრაცია, აღრიცხვა/ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა. კომპანია მეწარმე ქალებს ეკონომიკური წარმატებისთვის საჭირო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნით, ინფორმაციით, უნარებითა და კავშირებით უზრუნველყოფს.

პროდუქტებით სარგებლობა შეუძლია უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ომის შემდეგ დროებით ან მუდმივად საცხოვრებლად ჩამოვიდა და აქვს ბინადრობის უფლება. პირველ ეტაპზე, სესხების გაცემა თბილისსა და ბათუმში იქნება შესაძლებელი.

 

„პროდუქტები, რომლებსაც საქართველოში მყოფ უკრაინელებს ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის ვთავაზობთ, უპირველესად მათ მიმართ ჩვენი უწყვეტი და მტკიცე მხარდაჭერის გამოხტულებაა. ომის დაწყების დღიდან „კრისტალი“ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ეს თანადგომა უკვე ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელ ნაწილად იქცა. წარმოდგენილი სიახლეც სწორედ ამ თანადგომის გაგრძელებაა და იმედი გვაქვს, რომ იგი ბევრ უკრაინელს მისცემს

 

 

წარმატებული საქმიანობის შესაძლებლობას“, - აღნიშნავს კრისტალის უფროსი ბიზნეს ოფიცერი მელანია კუჭუხიძე.

 

ინფორმაციისთვის, „კრისტალმა“ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად არაერთი აქტივობა განახორციელა. კომპანიაში შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საქართველოში მყოფი ლტოლვილების დასახმარებლად დღემდე აქტიურად მუშაობდა.

 

 


 

წყარო: https://commersant.ge/

28-10-2022

წყარო: კრისტალი

10-04-2019

საქართველო სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით ისარგებლებს

05-06-2019

საქართველოში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია SKY UP AIRLINES-მა დაიწყო

15-03-2019

გიორგი ქობულია - NEXI-სთან შეთანხმება იაპონია-საქართველოს ურთიერთობებს გააღრმავებს და იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს

02-10-2020

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა

02-10-2020

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა

10-04-2019

საქართველო სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით ისარგებლებს

05-06-2019

საქართველოში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია SKY UP AIRLINES-მა დაიწყო

15-03-2019

გიორგი ქობულია - NEXI-სთან შეთანხმება იაპონია-საქართველოს ურთიერთობებს გააღრმავებს და იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ