გამოცხადდა იდეების საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის
ნავიგატორი
1343

გამოცხადდა იდეების საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) აცხადებს დამწყები სოციალური საწარმოებისთვის იდეების საგრანტო კონკურსს.

კონკურსში ჩართვა შეუძლია სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფ და ახალ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10% -იანი ფინანსური თანამონაწილეობა.

განაცხადის წარდგენა

სოციალური საწარმოს განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: "დამწყები სოციალური საწარმოს იდეის განაცხადი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 8 დეკემბერი, 18:00 სთ.

დეტალური ინფორმაციისთვის

საგრანტო-კონკურსის-სახელმძღვანელო-წესები

განაცხადის ფორმა

საკონსულტაციო შეხვედრა ონლაინ სივრცეში

დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom- პლატფორმის გამოყენებით, 11 და 28 ნოემბერს, 11:00 საათზე.

შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ:

რეგისტრაცია

საინფორმაციო შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში

კონკურსის I ეტაპზე, განაცხადების მიღების დასრულებამდე, ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა თელავში, კახეთში.

თარიღი: 8 ნოემბერი,  15:00-17:00 საათი

მისამართი: ქალაქი თელავი, 2200, ილია ჭავჭავაძის გამზირი N160, კახეთის მედია ცენტრის ოფისი.

წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

01-11-2022

წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

04-04-2019

ტერაბანკი ქართველ ემიგრანტებს ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს

11-03-2019

USAID-ის "ზრდა" პროექტის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთობლივი ინიციატივა - ანაკლიის სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგრამა გახსნილია!

20-12-2022

ზოგადი ინგლისური ენის უფასო, სამთვიანი კურსი

23-12-2022

Technology Management - our English-language university MBA program

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ