ზოგადი ინგლისური ენის უფასო, სამთვიანი კურსი

კომლის ფინანსური მხარდაჭერით ცხადდება მსმენელთა მიღება ზოგადი ინგლისური ენის სამთვიან კურსზე, რომელსაც უხელმძღვანელებს ნათია ბერიანიძე, კომლის იდეების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, როგორც ქ. კასპიდან, ასევე, შემოგარენი სოფლებიდან, 18 წლის ზემოთ.

კურსის ფარგლებში, საშუალება გექნებათ სრულიად უფასოდ დაეუფლოთ ინგლისური ენის შესწავლისთვის აუცილებელ ოთხ ძირითადად კომპონენტს: წერა, კითხვა, საუბარი და მოსმენა.

დაინტერესების შემთხვევაში, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე...


წყარო: სათემო სივრცე – კომლი