საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი 2022
ნავიგატორი
952


საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი 2022

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივით და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2022 წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოში საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება.

საფერავს მსოფლიოს  წამყვანი ღვინის ექსპერტები  დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, დიდ საერთაშორისო ასპარეზზე. საფერავის ცნობადობა გასცდა საქართველოს ფარგლებს, ვენახები შენდება და ღვინო იწარმოება  ევროპის ქვეყნებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და აშშ-ში.

საფერავის საერთაშრისო  კონკურსი პირველად 2018 წელს სწორედ  საფერავისა და მისგან წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლების მიზნით ჩატარდა.

წინა წლების კონკურსებში გამარჯვებული ღვინოები არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე  იქნა  წარდგენილი დიდი წარმატებით.

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და  ღვინის მწერალი  ენდრიუ ჯეფორდი იქნება.

კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას 100%-ით საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა წითელი ჯიშის ყურძნის საფერავში შერევით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.

ნიმუშების მიღება დაიწყება 17 ოქტომბერს და გაგრძელდება 21 ოქტომბრის ჩათვლით, 13:00-დან 17:00 საათამდე, ასოციაციის ოფისში.

კონკურსის პირობების და ნიმუშების მიღების წესებზე ინფორმაცია იხილეთ ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდზე: www.gwa.ge Fb: Georgian Wine Association/ასოციაცია ქართული ღვინო

კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

რეგისტრაცია: გაიარე რეგისტრაცია

 


 

წყარო: ასოციაცია ქართული ღვინო

 

04-11-2022

წყარო: ასოციაცია „ქართული ღვინო

11-04-2019

თბილისში კავკასიაში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნა

10-04-2019

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები ბერლინში შეხვედრებს მართავენ

29-05-2019

GEclose2EU-ს კონკურსის დასრულებამდე რამოდენიმე დღე რჩება

03-05-2019

“ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით იყოს პოზიციონირებული, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა”

03-05-2019

“ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით იყოს პოზიციონირებული, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა”

11-04-2019

თბილისში კავკასიაში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნა

10-04-2019

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები ბერლინში შეხვედრებს მართავენ

29-05-2019

GEclose2EU-ს კონკურსის დასრულებამდე რამოდენიმე დღე რჩება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ