|
| 1793 |
|---|
ბიზნესში დასაქმებულთა ხელფასები 77.2 ლარით გაიზარდა
| საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1318.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 77.2 ლარი). საქმიანობის სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2484.9 ლარი, წლიური ზრდა 0.8 პროცენტი), ასევე მშენებლობის (1968.0 ლარი, წლიური ზრდა -1.5 პროცენტი) დარგში ფიქსირდება 2018 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 38.6 ლარით და 1012.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სხვა სახის მომსახურების სფეროებში დასაქმებულებს. |

18-03-2019
წყარო: commersant.ge
|
11-03-2019 კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერა ხელი |
|---|
|
18-03-2019 2018 წლის IV კვარტალში ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა |
|
26-02-2019 “აკადემია ლიდერებისთვის” – ტრენინგი ქალი უფლებადამცველებისთვის |
|
11-04-2019 „ნენსკრა ჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა |