|
| 2160 |
|---|
დავით მირცხულავა: „საქართველოს ენერგეტიკულმა ბალანსმა შესაძლოა საჭირო გახადოს ატომური სადგურების მშენებლობა“
| ატომური ელექტროსადგურები - თემა, რომელიც საქართველოში აქტუალური გახდა. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შემცირებამ და ინვესტიციების კლების პარალელურად ენერგეტიკოსები სულ უფრო ამახვილებენ ყურადღებას ატომური სადგურების მშენებლობის საჭიროებაზე. ამჯერად ენერგეტიკოს რევაზ არველაძის შემდეგ ამ თემაზე „კომერსანტთან“ საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა საუბრობს:
„ვინც სერიოზულად არის ჩართული ქართულ ენერგეტიკაში, კარგად იცის რომ არ შენდება სიმძლავრეები; არ ხორციელდება პროექტები, რის გამოც მკვეთრად იკლო ენერგეტიკულმა ბალანსმა და ინვესტიციებმა. ზუსტად ამიტომ, დაახლოებით 10-15 წელში, ან უფრო ადრეც, საქართველოში შესაძლოა ნამდვილად დადგეს რეალობა, რომ ატომური სადგურების მშენებლობის საჭირო გახდეს. ეს იქნება ალტერნატივა“.
მირცხულავა პარალელს დასავლეთის ქვეყნებთან ავლებს. მისი თქმით, ევროპის ყველა ქვეყანამ არსებული მდინარეები სრულად აითვისა. ახლა ზუსტად იმავეს იმეორებს ლათინიური ამერიკაც. მაშინ, როდესაც მსოფლიო ცდილობს ააშენოს და განავითაროს ჰიდროელექტროსადგურები, საქართველო ერთადერთი გამონაკლისი ქვეყანაა. აქ ჰესების მშენებლობას პირდაპირი წესით ებრძვიან. „არსად ისეთი შემოტევები და დაპირისპირებები არ არის ჰესების მშენებლობასთან მიმართებაში, როგორც საქართველოში. არ ვიცი, ამ ყველაფრის უკან ვინ დგას, მაგრამ ფაქტია მსგავსი ქმედება მიგვიყვანს ალტერნატიული წყაროებისმოძიებისკენ. აქ კი ვერ მოვიაზრებთ ქარის და მზის სადგურებს, რადგან მათ განვითარებასაც ჰესები სჭირდება. ამიტომაც ერთადერთი არჩევანია ატომური სადგურები“,- განმარტავს დავით მირცხულავა. |

18-03-2019
წყარო: commersant.ge
|
05-04-2019 თურქეთის ეკონომიკური რეცესია - ერდოღანის აქილევსის ქუსლი |
|---|
|
20-10-2023 ჟურნალისტური პრემია “შუქი“ |
|
01-04-2019 ცუდად შეიძლება გახდეთ სხვადასხვა სამსახურის პატარა საიდუმლოებების მოსმენისას |
|
07-03-2019 საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი ინიციატივის „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ პრეზენტაცია გაიმართა |