|
| 918 |
|---|
ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის დეტალები გააცნეს
| მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს პირველმა მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, იორმუღანლოს თემის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის დეტალები და მონაწილეობის პირობები გააცნო. შეხვედრა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ჩართულობით მომზადდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა დაინტერესებულ ფერმერებს საშუალებას მისცემს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრებით 3-წლიანი იჯარით ისარგებლონ. „სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამის მიზანი საძოვრების რაციონალურად გამოყენება და ფერმერებისთვის გადაცემის სწორი და სამართლიანი მექანიზმის შემოღებაა. საძოვრების აუქციონის გზით იჯარით განკარგვის უფლება ეძლევათ მხოლოდ იმ ფერმერებს, რომლებსაც საკუთრებაში ჰყავთ მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი. ერთ სულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულია არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა საძოვარი, ხოლო ერთ სულ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა. დღეის მდგომარეობით, ხუთ ეტაპად უკვე გამოქვეყნებულია 317 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები სულ 37402 ჰექტარი. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში აუქციონის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია 196 საძოვრის შესახებ მონაცემები, რომლის საერთო ფართობი 25549 ჰექტარია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: https://www.bpn.ge/ |

11-11-2022
წყარო: მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო
|
23-03-2023 Call for Proposals: Exchanging Notes |
|---|
|
01-04-2019 გიორგი ქობულია: ვიმედოვნებთ, რომ Air France მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით |
|
17-02-2019 ლატვიის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის |
|
16-08-2019 თბილისში „Fast and Furious 9“ - ის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება |