ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — სტიპენდიების მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ
ნავიგატორი
826

ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — სტიპენდიების მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ

ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე განაცხადების ონლაინ მიღება დაიწყო. სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. 

ევროპის კოლეჯი 1949 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუგეში დაარსდა. 1992 წლიდან მოყოლებული, ფუნქციონირებს კოლეჯის ორი კამპუსი — ერთი ბრიუგეში (ბელგია) და ერთიც ნატოლინში (პოლონეთი).

სწავლის მსურველებს განაცხადის შეტანა კოლეჯის მიერ შეთავაზებულ რამდენიმე სამაგისტრო პროგრამაზე შეუძლიათ. მაგალითად, ხელმისაწვდომია ისეთი პროგრამები, როგორებიცაა ევროპული ეკონომიკის კვლევები, ევროპული სამართალი, ევროპული პოლიტიკის და მმართველობის კვლევები თუ ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 იანვარი. 

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა ფასიანია, მაგრამ ევროპის კოლეჯი აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მკვიდრ, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სტიპენდიებს სთავაზობს. მათი მეშვეობით სტუდენტებს 2023-2024 აკადემიური წლის განმავლობაში ევროპის კოლეჯში დიპლომისშემდგომი განათლების მიღება შეუძლიათ. სტიპენდიები სწავლების, საცხოვრებლის, კვების და მგზავრობის ხარჯებს ფარავს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 18, 2023

წყარო: https://euneighbourseast.eu/

14-11-2022

წყარო: ევროპის კოლეჯი

26-01-2023

EBRD საქართველოსა და აზერბაიჯანში საინფორმაციო ტექნოლოგიურ ჰაბებს ხსნის

15-02-2019

მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლებს, სესხის მომსახურების პროცენტთან ერთად ყოველთვიურად, 2%-იანი საკომისიოს გადახდა მოუწევს

25-07-2019

მესტიის მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზაციის შეხვედრები დასრულდა (ENPARD III მესტია)

08-04-2019

ბათუმი თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ