ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024
ნავიგატორი
723


ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024

ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო  გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობისა და კავშირების გაფართოების მიზნით 2001 წლის 13 აპრილს გაფორმებული შეთანხმება.

 

საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.

 

პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ასევე უფროს მეცნიერ-თანამშრომელთა პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას.

კერძოდ:

  1. საბაკალავრო პროგრამა საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთათვის (25 წლამდე ასაკის პირთათვის);
  2. სამაგისტრო პროგრამა ბაკალავრის საფეხურის კურსდამთავრებულთათვის (35 წლამდე ასაკის პირთათვის);
  3. სადოქტორო პროგრამა მაგისტრის საფეხურის კურსდამთავრებულთათვის (40 და ნაკლები წლის ასაკის პირთათვის);
  4. უფროს მეცნიერ-თანამშრომელთა პროგრამა, მაგისტრის ხარისხის მქონე ან ასოცირებული პროფესორის (ან უფრო მაღალი) სტატუსის მქონე პირთათვის (50 წლამდე ასაკის პირთათვის);

აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა ასევე შესაძლებელია ჩინურ ენაზე, თუ ფლობთ ჩინური ენის HSK Level 3 და HSK Level 4-ის დონეს.

 

მსურველებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: http://www.csc.edu.cn/studyinchina ან http://campuschina.org, ატვირთონ ყველა მოთხოვნილი საბუთი და დანართში მითითებული დოკუმენტაცია ასლის სახით წარმოადგინონ ცენტრის საკონტაქტო მეილზე info-iec@iec.gov.ge;

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 13 იანვრის ჩათვლით. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სწორად და სრულყოფილად შევსებული განაცხადი.

წარმოსადგენი დოკუმენტების და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში

 


 

წყარო: განათლების საერთაშორისო ცენტრი

23-12-2022

წყარო: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

24-02-2019

აზერბაიჯანმა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

23-03-2023

სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა

03-06-2020

EU4Business: COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერის ახალი პლატფორმა ბიზნესს

01-04-2019

გიორგი ქობულია: ვიმედოვნებთ, რომ Air France მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით

01-04-2019

გიორგი ქობულია: ვიმედოვნებთ, რომ Air France მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით

24-02-2019

აზერბაიჯანმა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

23-03-2023

სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა

03-06-2020

EU4Business: COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერის ახალი პლატფორმა ბიზნესს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ