|
| 935 |
|---|
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ‘Meliora 2022
| ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) წელს უკვე მეოთხედ ატარებს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს ‘Meliora’. CSRDG-მ Meliora 2018 წელს დააფუძნა. წლების მანძილზე კონკურსს ჰყავდა 25-მდე მხარდამჭერი და 20-მდე მედია პარტნიორი. 2018-2020 წლებში კონკურსში მონაწილეობა მიიღო 90-მდე კომპანიამ 200-ზე მეტი პროექტით. წელს, კონკურსი კვლავ ტარდება, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების STAR ინიციატივა“ ფარგლებში, მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციასთან, ბიზნესპლატფორმასა და სამთავრობო ინსტიტუტთან თანამშრომლობით. Meliora 2022 გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ შთამაგონებელ და სამაგალითო პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში. გვჯერა, რომ კონკურსი Meliora მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება მნიშვნელოვანი ცვლილებების, ბიზნესის წარმატების და კორპორაციული პასუხისმგებლობის შთაგონების წყარო. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 10 თებერვალი 2023 .
წყარო: Meliora |

26-12-2022
წყარო: Meliora
|
29-03-2019 2019 წლის მარტში საქართველოს დელეგაცია ესტონეთის ელ. მმართველობის აკადემიას ეწვია |
|---|
|
05-04-2019 ივანე მაჭავარიანი: განათლების სფეროს დაფინანსება 2022 წლამდე ეტაპობრივად გაიზრდება |
|
11-04-2019 ევროკავშირის დაფინანსებით, სემეკ-ში „თვინინგის“ მესამე პროექტი დაიწყო |
|
20-02-2019 ვენა და პრაღა - 2019 წლის იანვრის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან |