|
| 1057 |
|---|
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს
| საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საავიაციო სფეროში განვითარებისა და დასაქმების მსურველებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, სტაჟირება მოიცავს ქუთაისის აეროპორტში სხვადასხვა სამსახურებში 3-დან 6 თვემდე პერიოდს. „რაც მთავარია, კომპანია აპლიკანტებს არ სთხოვს სამუშაო გამოცდილებას. ძირითადი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაა, დანარჩენ საჭირო უნარებს კი სტაჟირების მსურველები ადგილზე შეისწავლიან. სტაჟიორები ქუთაისის აეროპორტში აეროდრომის ექსპლუატაციის, ბაქანზე მომსახურებისა და მგზავრთა და ბარგის მომსახურების მიმართულებით დასაქმდებიან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მუდმივად აძლევს საშუალებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო გამოცდილება მიიღონ და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ადგილზე დასაქმდნენ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სტაჟირების პერიოდში დარიცხული ანაზღაურება 625 ლარი იქნება. სტაჟირების შემდეგ, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატები 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან. ამ პერიოდში მოხდება სტაჟირების პერიოდში ნასწავლი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეალიზება და თითოეული მათგანის დარიცხული ანაზღაურება იქნება 1000 ლარი, ხოლო გამოსაცდელი ვადის შემდეგ ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატები დაინიშნებიან უვადოდ და თითოეულის დარიცხული ხელფასი იქნება 1375 ლარი. 2022 წლის ივლისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 30 ადამიანი დასაქმდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიაა, სხვადასხვა დროს გამოცხადებული ვაკანსიისას hr@airports.ge -ზე შემოსულ რეზიუმეებს შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, 1 წლის განმავლობაში ინახავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო: https://www.bpn.ge/ |

13-01-2023
წყარო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
|
29-03-2019 ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში საცხოვრებელ სახლებთან ელექტროდამტენებს დაამონტაჟებს |
|---|
|
29-08-2019 ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში” |
|
17-07-2023 ერთწლიანი გაცვლითი პროგრამა ამერიკაში |
|
13-05-2019 ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით |