ამბის თხრობის კურსი სამოქალაქო საზოგადოებისთვის — შეიტანეთ განაცხადი 20 იანვრამდე
ნავიგატორი
1192

ამბის თხრობის კურსი სამოქალაქო საზოგადოებისთვის — შეიტანეთ განაცხადი 20 იანვრამდე

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის“ პროექტის ფარგლებში ონლაინ კურსი, „ამბის თხრობა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, შეიქმნა.

კურსი განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის, აქტივისტებისთვის, მოხალისეებისა და სოციალური მეწარმეებისთვის. მონაწილეები ისწავლიან, როგორ მოყვნენ შთამბეჭდავად თავიანთ ისტორიებს და როგორ გაავრცელონ ეს ამბები ეფექტიანად. 

კურსის სამუშაო ენაა ინგლისური და ის 2023 წლის თებერვალ-მარტში, დაახლოებით ექვსი კვირა გაგრძელდება. ის მოიცავს ისეთ მრავალფეროვან მეთოდებს, როგორიცაა სამუშაო შეხვედრები, ვიდეოსემინარები, ინდივიდუალური სწავლება და დავალებებზე მუშაობა. კურსის გავლა მეტწილად ონლაინ პლატფორმის მეშვეობით და ინდივიდუალური ტემპითაა შესაძლებელი. თუმცა ასევე დაგეგმილია სამი სამუშაო პირისპირ შეხვედრა, რომლებიც ორკვირიანი ინტერვალებით გაიმართება.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 20 იანვარი.

პროექტის პარტნიორია OEEC — არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის პროგრამებიც ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ემსახურება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 20, 2023

წყარო: https://euneighbourseast.eu/

17-01-2023

წყარო: ევროკავშირი

13-05-2019

იმიტირებებული გამოძიება და იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის

29-09-2022

ComCom-მა კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის გამოაცხადა

25-04-2019

ივანე მაჭავარიანი - 30-40 წლის შემდეგ საქართველოში საბაზისო პენსია ცალკე არ იქნება სამყოფი, სამყოფი იქნება საბაზისო დაგროვებითთან ერთად

23-02-2019

რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ