|
| 2147 |
|---|
31 მარტიდან, Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს
| საფრანგეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება. მიმდინარე წლის 31 მარტიდან, ქართულ ავიაკომპანია „Georgian Airways-თან ერთად, რეგულარულ ავიარეისებს აღნიშნულ მიმართულებაზე წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია Air France განახორციელებს.
რეგულარული ფრენები პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე 2019 წლის 23 ოქტომბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: ჩამოფრენა კვირას და ოთხშაბათს, გაფრენა - ორშაბათსა და ხუთშაბათს. რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Air France-ს პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 25 თებერვალს მიენიჭა.
წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და პარიზს შორის კვირაში 4 სიხშირით შესრულდება (Georgian Airways წინასწარი ინფორმაციით – 2 სიხშირე; Air France – 2 სიხშირე).
„Air France ავიაკომპანიების გლობალური ალიანსის „Sky Team-ის დამფუძნებელი წევრია. 2018 წლის მონაცემებით, Air France–KLM ჯგუფის შვილობილი ავიაგადამზიდველი მსოფლიოს 92 ქვეყნის 195 მიმართულებით ოპერირებს. |

27-02-2019
წყარო: commersant.ge
|
04-05-2019 საქართველოს ბანკმა CSR-ის ფარგლებში შექმნილი განათლების პლატფორმისთვის „CSR ჯილდო 2019“ მიიღო |
|---|
|
25-02-2019 12-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2019” მიიღო მონაწილეობა. |
|
22-02-2019 „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის პროექტზე მუშაობა 18 თვეში დასრულდება, 2020 წლის ბოლოს ფოთში ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი გვექნება |
|
15-02-2019 საქართველო რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ ორი პოზიციით დაწინაურდა |