|
| 3375 |
|---|
12-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2019” მიიღო მონაწილეობა.
| სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 12-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2019” მიიღო მონაწილეობა. ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება დაიმსახურა შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისგან, კერძოდ: არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამჟამადაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები დუბაიში არსებულ ერთ-ერთ უდიდეს კომპანიასთან „Aswaaq”, ქართული პროდუქციის დახლებზე განთავსებასთან დაკავშირებით. არაბულ კომპანიას ამჟამად 18 სუპერმარკეტების ქსელი აქვს, ხოლო წლის ბოლოს რიცხვი 50-მდე გაიზრდება.
|

25-02-2019
წყარო: Enterprise Georgia
|
07-05-2019 ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა |
|---|
|
23-02-2019 „EIB-ის მიერ აგროსექტორისთვის გამოყოფილ 100 მლნ-ზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი ლარიზაცია გახდა“ |
|
20-01-2023 ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამები |
|
25-03-2019 „50 უცხოელი ვიზიტორიდან 3-4 ნადირობის სურვილს გამოთქვამს“ – აქვს თუ არა საქართველოს სამონადირეო ტურიზმის განვითარების პოტენციალი |