|
| 1084 |
|---|
კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების, სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის
| "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციებისთვის, აგრეთვე, საინიციატივო ჯგუფებისთვის. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 12 წარმომადგენელი, რომლებსაც ჩაუტარდებათ პროექტების წერის 3 თვიანი კურსი. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს და მისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ მზა საპროექტო წინადადება მათთვის შესაბამისი დონორი ორგანიზაციისთვის წარსადგენად. შეხვედრები გაიამართება კვირაში ერთხელ მონაწილეებთან შეთანხმებით, ხანგრძლივობა 2-3 საათი. მონაწილეები შეირჩევიან აღნიშნული განაცხადის შევსების საფუძველზე, რომელიც მოიცავს სამოტივაციო ნაწილის დასაბუთებას. მასში გასაგებად უნდა იყოს გადმოცემული სწავლებაში მონაწილეობის სურვილი. აგრეთვე, საჭიროა გვაცნობოთ, მომავალში რაში გამოიყენებთ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ახალდაარსებული ორგანიზაციების ან საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ მცირე გამოცდილება. განაცხადის შევსება შეგიძლიათ 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით. დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 557 99 33 32
წყარო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი |

26-01-2023
წყარო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
|
29-05-2019 ფოთში ახალი ნავსადგური აშენდება |
|---|
|
03-04-2019 საპოსტერო კონფერენცია |
|
18-03-2019 დღეს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს, 2019 წლის პირველი სხდომა გაიმართა. |
|
15-04-2019 ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს, თევზის ფესტივალი ბათუმში და გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა |