მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა
ნავიგატორი
964


მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

პროგრამაში განაცხადების მიღება 1 თებერვალს 12:00 სთ-ზე დაიწყება

თუ გსურთ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ თანადაფინანსება. 

პროგრამის მიზანს წარმოადგენს მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი და ჩაის ხელის საკრეფი, გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის პირობები

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, როგორც თვითმავალის, ასევე მისაბმელის.

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 200,000 ლარისა. 

სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში (გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) − არაუმეტეს 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა, ხოლო ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 500 ლარისა.

შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე.
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.

ბიუჯეტი

2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 7,000,000 ლარს, აქედან არაუმეტეს 3,600,000 ლარი მოხმარდება კომბაინებს დაფინანსებას, ხოლო დარჩენილი ბიუჯეტი სხვა მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსებას.

პროგრამის ბენეფიციარი

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში დასარეგისტრირებლად დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე 1501.

 


 

წყარო: სოფლის განვითარებსი სააგენტო

26-01-2023

წყარო: სოფლის განვითარებსი სააგენტო

25-04-2023

კონკურსი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისათვის

13-05-2019

სიცილიაში სახლები აუქციონზე იყიდება - საწყისი ფასი 1 ევროა

22-02-2019

გერმანია საქართველოს 10 მილიონით დოლარით დაეხმარება

01-05-2019

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

01-05-2019

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

25-04-2023

კონკურსი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისათვის

13-05-2019

სიცილიაში სახლები აუქციონზე იყიდება - საწყისი ფასი 1 ევროა

22-02-2019

გერმანია საქართველოს 10 მილიონით დოლარით დაეხმარება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ