|
513 |
---|
აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024
კონკურსის შესახებ:
სასტიპენდიო პროგრამა „აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024“ წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტების სტიპენდიებით უზრუნველყოფას იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით. თითოეული სტუდენტის სტიპენდია ერთობლივად დაფინანსდება საქართველოს მხრიდან ცენტრის მიერ და იტალიის მხრიდან თითოეული მონაწილე იტალიური უნივერსიტეტის მიერ. იტალიურ უნივერსიტეტებთან პარტნიორობა განმტკიცებულია მემორანდუმების საშუალებით, რომლებიც გაფორმებულია ცენტრსა და იტალიის ცალკეულ უნივერსიტეტებს შორის, ცენტრსა და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში.
პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია იტალიაში მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც იტალიურენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. სტიპენდია გაიცემა ცენტრის მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია.
ზემოაღნიშნულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა, ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.
პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ პროგრამით განსაზღვრული პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამის აკადემიურ საფეხურზე სწავლის მიზნით. ცენტრი კონკურსში გამარჯვებულ პირთა შესახებ ინფორმაციას მიაწვდის პარტნიორ უნივერსიტეტებს, რომლებიც თავის მხრივ დაუდასტურებენ ცენტრს აღნიშნულ პირთა ჩარიცხვას.
პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online)/დისტანციური, ინტეგრირებული ან/და ე.წ. “Executive” სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების დაფინანსებას (გარდა, ახალი კორონა (Covid - 19) ვირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში უნივერსიტეტში შეცვლილი რეგულაციებისა).
დაფინანსებულ პირს ეკრძალება პარალელურად ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამით სარგებლობა. დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ, ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საფეხურის აკადემიურ პროგრამაზე.
პროგრამის მიზნები და ამოცანები
სასტიპენდიო პროგრამის „აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, იტალიაში სწავლის შედეგად მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხი. პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება.
პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი
სასტიპენდიო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებსაც:
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის 35 წლის ასაკის ჩათვლით, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის - ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.
პროგრამის შედეგი
2023-2024 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ იტალიაში, ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის საერთაშორისოდ აღიარებული მაგისტრის/დოქტორის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის შემდგომში საქართველოში რეალიზებას.
პროგრამის განხორციელება და ვადები
საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2023 წლის 15 მარტიდან 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით). კონკურსის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა.
პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო/სააპლიკაციო პროცესი: ➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება ოფიციალური ვებგვერდის iec.gov.ge მეშვეობით; ➢ ცენტრის მიერ საზოგადოების ინფორმირება და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ➢ საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში - განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის შევსება, დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება, რედაქტირება შესაძლებელია განაცხადის გადმოგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში. განაცხადი წარმოდგენილად ითვლება კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადის დაცვით ელექტრონულ სისტემაში გადმოგზავნის შემდგომ. გადმოგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - ,,არსებობის შემთხვევაში’’. განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - https://iec.gov.ge/support ➢ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრაციით, კონკურსანტი გამოხატავს თანხმობას ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში და საკონკურსო პროცესის წარმოების მიზნით დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური ინფორმაცია და სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გაასაჯაროოს პერსონალური ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ➢ საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების შეფასების გზით გამარჯვებულების გამოვლენა; ➢ კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ. წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის (შედეგები) მეშვეობით. ➢ ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით იყენებს განაცხადში მითითებულ ელ ფოსტის მისამართს; ➢ გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა.
პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობები, პარტნიორი უნივერსიტეტები და მათ მიერ შეთავაზებული პროგრამები
სასტიპენდიო პროგრამის „აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024“ კონკურსანტი გამარჯვების შემთხვევაში 2023-2024 სასწავლო წლისათვის უნდა ჩაირიცხოს იტალიის ამ პროგრამით განსაზღვრულ რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში: ა) სასტიპენდიო პროგრამის „აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024“ ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებების/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამაზე:
სადოქტორო პროგრამაზე - პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების/სპეციალობებით შეზღუდვის გარეშე.
ბ) პარტნიორი უნივერსიტეტები:
1. Polytechnic University of Milan/მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (MA, PHD) ვებგვერდი https://www.polimi.it/
2. University of Pisa/პიზას უნივერსიტეტი (MA, PHD) ვებგვერდი https://www.unipi.it/
3. The LUISS University/ლუისის უნივერსიტეტი (MA) ვებგვერდი https://www.luiss.edu/
4. University of Calabria/კალაბრიის უნივერსიტეტი (MA) ვებგვერდი http://www.unirc.it/
5. University of Eastern Piedmont /აღმოსავლეთ პიემონტის უნივერსიტეტი (MA, PHD) ვებგვერდი https://www.uniupo.it/
6. Università degli Studi dell’Aquila/ლაკვილას უნივერსიტეტი (MA, PHD) ვებგვერდი http://www.univaq.it/
7. Università degli Studi della Tuscia/ტუსციის უნივერსიტეტი (MA, PHD) ვებგვერდი http://www.unitus.it/
განაცხადის შევსებისას შესაბამის ველში კონკურსანტს შეუძლია მიუთითოს მაქსიმუმ 3 შერჩეული უნივერსიტეტი ან/და აკადემიური პროგრამა, სადაც აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს. იტალიის შესაბამის უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამის, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურისა და წარსადგენი დოკუმენტების/საკონკურსო მოთხოვნების (მათ შორის უცხო ენასთან დაკავშირებული პირობის) შესახებ ინფორმაციისთვის კონკურსანტმა უნდა მიმართოს შესაბამისი უნივერსიტეტს.
საკონკურსო მოთხოვნები/წარმოსადგენი დოკუმენტაცია
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი, ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება მხოლოდ ინგლისურ/იტალიურ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, ხოლო იტალიურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად. ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.
საკონკურსო კომისია, საკონკურსო შეფასების პროცესი
გამარჯვებულის გამოვლენასთან, კონკურსის ჩატარებასა და დაფინანსებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზეგადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდებასსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, პარტნიორ მხარეებთან შეთანხმებით. კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებს/შეფასების ფორმებს ასევე ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასება. შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. მესამე ეტაპი - გასაუბრება. გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად (ელ საკომუნიკაციო საშუალებით). მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შედეგები არ ჯამდება. შესაბამისად, მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება გავლენას არ ახდენს გასაუბრების ეტაპის შეფასებაზე. კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას. კონკურსანტს კონკურსის პირველ ეტაპზე შეიძლება მიენიჭოს ბონუს ქულა (მაქსიმუმ 4) შესაბამისი სტატუსის - სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირის, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის - დადასტურების შემთხვევაში (ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები დაჯამდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებულ შედეგთან. კონკურსანტი პროგრამის სტიპენდიატი ხდება იტალიის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და შემდგომ ცენტრთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.
დაფინანსების გაგრძელების წინაპირობა
ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის აკადემიურ პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, პროგრამისოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში, კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, იტალიაში მოქმედი 30 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 25 ქულა, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში). დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.
სახელშეკრულებო ურთიერთობები
ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.
ხელშეკრულების გაფორმება ხდება კონკურსანტის გამარჯვებულად გამოვლენისა და მისი განაცხადში მითითებულ რომელიმე პარტნიორ უნივერსიტეტში/აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში. აღნიშნული მიზნით გამარჯვებულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს განაცხადში მითითებულ უნივერსიტეტში და აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი და სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტი.
პარტნიორ უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირს, რომელიც ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა, გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობის, განვლილი სასწავლო წლის საბოლოო შეფასების (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81-90, მინიმუმ ძალიან კარგი, ან მინიმუმ (B) იტალიაში მოქმედი 30 ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში მინიმუმ 25 ქულა, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) და სწავლის საფასურის შესახებ დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.
ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს ასევე წარმოადგენს თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ან/და თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.
ცენტრი იღებს ვალდებულებას კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.
დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:
დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის ?? |
16-03-2023
წყარო: განათლების საერთაშორისო ცენტრი
01-11-2022 გამოცხადდა იდეების საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის |
---|
02-09-2019 ტრენინგი ბათუმში: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი |
10-10-2022 თიბისი ბიზნესებს გაციფრულებისთვის სპეციალურ საშეღავათო პირობებს სთავაზობს |
19-04-2019 დასრულდა ახალგაზრდული ტრენინგ პროგრამა: "კითხვა-პასუხის სესიები სამართლისა და ბიზნესის სტუდენტებისთვის" |