ფოტოკონკურსი - ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა
ნავიგატორი
980


ფოტოკონკურსი - ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა

"ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" (GACC), "ევროპული ტურიზმის კულტურული ინსტიტუტი" (Eureka NPO), "ქ. მიკოლაევის განვითარების ფონდი" (FDM) და სტუდია "არტისტი" აცხადებენ საერთაშორისო ფოტოკონკურსს თემაზე "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა".

ფოტოკონკურსი ემსახურება შავი ზღვის აუზის ქვეყნების და რეგიონების შემოქმედებითი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას და ხორციელდება პროექტის "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" ფარგლებში, რომლის მიზანიცაა შავი ზღვის აუზის რეგიონში მემკვიდრეობასა და კულტურაზე დაფუძნებული შემოქმედებითი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა ასახავდეს საქართველოს, ბულგარეთში - დობრიჩისა და უკრაინაში - მიკოლაევის ოლქის შემოქმედებითი ტურიზმის მიმართულებებს - მხატვრულ რეწვას, გასტრონომიასა და ღვინოს, სოციალურ პრაქტიკას, რიტუალებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს, ფესტივალებს, საშემსრულებლო ხელოვნებას, ცოდნასა და პრაქტიკას ბუნებისა და სამყაროს შესახებ, არტ რეზიდენციებს და კულტურული ტურიზმის სხვა აქტივობებს. უპირატესობა მიენიჭება ფოტოებს, რომლებიც ასახავს არა მხოლოდ რეგიონის მდიდარ რესურსებს და ულამაზეს პეიზაჟებს, არამედ ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთქმედებას. გარდა ამისა, წარდგენილ ფოტოებმა შეიძლება ასახონ შავი ზღვა, როგორც ბუნებრივი კულტურული მემკვიდრეობის გამოხატულება.

პროექტი ტურიზმის, მემკვიდრეობა, შემოქმედებითობა (THC1130) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერით.

კონკურსში მონაწილეობის დეტალურ პირობებს გაეცანით თანდართულ დოკუმენტში.

თანდართული დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე

 


 

წყარო: https://jobs.ge/

19-04-2023

წყარო: სტუდია არტისტი

25-11-2019

სოციალური მეწარმეობა ტრეინინგი სამოქალაქო აქტივისტებისათვის

03-05-2019

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა

20-11-2019

Agrobusiness - სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობები

07-05-2019

ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა

07-05-2019

ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა

25-11-2019

სოციალური მეწარმეობა ტრეინინგი სამოქალაქო აქტივისტებისათვის

03-05-2019

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა

20-11-2019

Agrobusiness - სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობები


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ