კონკურსი – სამოქალაქო აქტივიზმი ხელვაჩაურში
ნავიგატორი
963


კონკურსი – სამოქალაქო აქტივიზმი ხელვაჩაურში

თუ ხართ ახალგაზრდა, ცხოვრობთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და გსურთ ადგილობრივი თემის გასაძლიერებლად და გამოწვევების დასაძლევად დაგეგმოთ და განახორციელოთ რაიმე სახის სამოქალაქო ინიციატივა/მოძრაობა (საინფორმაციო კამპანია, ვიდეო-რგოლები, სოციალური მედია კამპანია, თანატოლგანმანათლებლობა, ადვოკატირება ან სხვა), რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს საცხოვრებელ თემში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას და თემის გაერთიანებაზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა!

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, როგორც ცალკეულ ინდივიდებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს, რომლის წევრთა რაოდენობა არ აღემატება სამს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ განხორციელებული აქტივობების ანგარიში/საკონკურსო განაცხადი (განაცხადის ფორმა), არაუგვიანეს 2023 წლის 31 ივლისისა, შემდეგ მისამართზე: k.gurgenidze@civilin.org

გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ჟიური, რომელიც თქვენ მიერ წარმოდგენილ განაცხადებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:

o რამდენად შეესაბამება თქვენ მიერ განხორციელებული აქტივობები კონკურსის მიზანს;
o თქვენ მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა რამდენად უპასუხა ადგილობრივი თემის საჭიროებებს;
o რამდენად სწორად და ეფექტურად მიაღწია კონკურსანტმა წინასწარ დასახულ მიზანს;
o რამდენად ბევრ ადამიანს შეეხო/ნახა/გააზიარა ეს აქტივობა, ან რამდენად ფართო გამოხმაურება მოყვა მას;
o რამდენად კრეატიულად და ორიგინალურად არის წარმოდგენილი იდეა.

გამარჯვებულ კონკურსანტებს, რომლებიც ჟიურის მაღალ შეფასებას დაიმსახურებენ გადაეცემათ პრიზები და სერთიფიკატები.

კონკურსი ტარდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ – ფარგლებში, გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.

საკონტაქტო პირი:
ქრისტინე გურგენიძე
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
ტელ: 591 00 51 40
k.gurgenidze@civilin.org

 


 

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

25-04-2023

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

11-04-2019

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

02-04-2019

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანმება გაფორმდა

21-03-2019

Google ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევროთი დააჯარიმა - ამჯერად რეკლამის გამო

31-03-2019

შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს

31-03-2019

შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს

11-04-2019

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

02-04-2019

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანმება გაფორმდა

21-03-2019

Google ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევროთი დააჯარიმა - ამჯერად რეკლამის გამო


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ