GITA და Binance Charity ბლოკჩეინის საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკაციების მიღებას იწყებენ
ნავიგატორი
1137


GITA და Binance Charity ბლოკჩეინის საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკაციების მიღებას იწყებენ

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, Binance Charity-ის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით, საერთაშორისო ბლოკჩეინ კომპანია Binance-თან ერთად დაიწყო აპლიკაციების მიღება“ბლოკჩეინის თაობის” საგანმანათლებლო პროგრამაზე.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის განვითარებასა და ციფრულ ეკონომიკაში მათ მონაწილეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფოკუსი გაკეთებულია ქალების როლის გაძლიერებაზე Web3 მიმართულებით.

2023 წლის მარტში, Binance Charity-მ განახორციელა 100,000 აშშ დოლარის ოდენობის დონაცია საქართველოს Web3 საზოგადოების განვითარებისთვის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩაატარებს ტრენინგების სერიას.

Blockchain Generation პროექტის ფარგლებში, Binance Charity, ინოვაციების სააგენტოს დახმარებით, პარტნიორობა დაამყარა ამერიკაში დაფუძნებულ საერთაშორისო კომპანია New Horizons Bulgaria-ს, რომელიც აღსრულების ნაწილში ჩაერთვება და განახორციელებს ტრენინგებს  საქართველოს 180 მოქალაქისთვის 3 მიმართულებით - ბლოკჩეინის და ბიტკოინის შესავლები,  ბლოკჩეინ დეველოპმენტი და კრიპტოვალუტის საფუძვლები. კურსები სრულად ფინანსდება Binance Charity-ის მიერ და  უფასოა მონაწილეებისთვის. ტრენინგები დაიწყება 2023 წლის ივნისში და ნოემბრამდე გაგრძელდება. სასაუბრო ენა იქნება ინგლისური. მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მოთხოვნებთან შესაბამისობა, ცოდნა და მოტივაცია.

რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://ict.gov.ge/binance

აპლიკაციების შეფასებები განხორციელდება რეიტინგის მინიჭების გზით, რომელიც დაფუძნებულია ცოდნისა და მოტივაციის ერთობლიობის საფუძველზე.

შეიტყვეთ მეტი შემდეგ ბმულზე: https://ict.gov.ge/binance

 

 


 

წყარო: https://commersant.ge/

10-05-2023

წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

17-07-2023

საკოლექციო მონეტების დიზაინის კონკურსი

03-06-2019

WinExpo Georgia 2019 - JUN 13

11-04-2019

ქობულია: ტურიზმის კვარტალური შედეგების გამჭვირვალე შეჯამება ახალი ინსტრუმენტია სექტორის განვითარებისთვის

08-04-2019

საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაცია 19,9%-ით შემცირდა

08-04-2019

საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაცია 19,9%-ით შემცირდა

17-07-2023

საკოლექციო მონეტების დიზაინის კონკურსი

03-06-2019

WinExpo Georgia 2019 - JUN 13

11-04-2019

ქობულია: ტურიზმის კვარტალური შედეგების გამჭვირვალე შეჯამება ახალი ინსტრუმენტია სექტორის განვითარებისთვის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ