|
| 858 |
|---|
ბიომრავალფეროვნების დღე „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში
| 2023 წლის 21 მაისს კახეთში, ახმეტის მუნიციპლიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, ახმეტის მუნიციაპლიტეტთან ერთად, აღნიშნავს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს. ღონისძიების მიზანია შინაურ ცხოველთა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაცია, ახმეტის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობა და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისება. ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა, გაეცნონ შინაურ ცხოველთა პოპულაციებსა და პერმაკულტურის მოდელს, „ფერმერულ ბაზარზე“ შეიძინონ ადგილობრივი პროდუქტი და შეფმზარეულების მიერ ადგილზევე დამზადებული კერძები, და, რაც მთავარია, დაისვენონ მხიარულ და სასიამოვნო გარემოში. ბიომრავალფეროვნების დღე ზემო ხოდაშენში ფართო საზოგადოებას უმასპინძლებს. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან როგორც საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ისე სამეცნიერო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ჰორეკას სექტორის, მედიის, ტუროპერატორებისა და ადგილობრივი ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროდუქტის მწარმოებლები, დისტრიბუტორები და სხვ. სტუმრების მიერ ადგილზე შეძენილი კერძების თანხა მოხმარდება საკონსერვაციო მეურნეობის გაძლიერებასა და ადგილობრივი ინიციატივების წახალისებას! „ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობა აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია ასოციაცია „ელკანას“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ჯერ კიდევ 1996 წლიდან. 2011 წლიდან მოყოლებული სოფელ ზემო ხოდაშენში ფუნქციონირებს ასოციაცია „ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობა, რომლის მიზანია ადგილობრივი ჯიშების კონსერვაცია, პოპულარიზაცია და დაინტერესებულ ფერმერთა შორის გავრცელება. მეურნეობის ტერიტორიაზე მოწყობილია პერმაკულტურის ნაკვეთი. აქვე მდებარეობს ღია სამუშაო სივრცე, სადაც, სხვადასხვა ტიპის დარგობრივი შეხვედრებისა და ტრენინგების გარდა, ფერმერთა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის „ფერმერის დღეები“ ტარდება. მეურნეობა ტურისტულ ჯგუფებსაც მასპინძლობს, რომლებიც „ელკანას“ საქმიანობას ეცნობიან, მეურნეობას ათვალიერებენ და ადგილობრივ კერძებსა და ღვინოს აგემოვნებენ. ღონისძიება გაიმართება 2023 წლის 21 მაისს; დასაწყისი 13:00. მისამართი: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ხოდაშენი, „ელკანას საკონსერვაციო მეურნეობა.
წყარო: ელკანა |

10-05-2023
წყარო: ელკანა
|
04-08-2019 რომელი კომპანიების აქციების ფასი გაიზრდება? |
|---|
|
11-04-2019 ქობულია: ტურიზმის კვარტალური შედეგების გამჭვირვალე შეჯამება ახალი ინსტრუმენტია სექტორის განვითარებისთვის |
|
08-09-2022 ნომინაცია წლის სოციალური საწარმო 2022 გამოცხადდა |
|
07-05-2019 ირაკლი ლექვინაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა |