|
| 927 |
|---|
GITA და Binance Charity ბლოკჩეინის საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკაციების მიღებას იწყებენ
| საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, Binance Charity-ის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით, საერთაშორისო ბლოკჩეინ კომპანია Binance-თან ერთად დაიწყო აპლიკაციების მიღება“ბლოკჩეინის თაობის” საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის განვითარებასა და ციფრულ ეკონომიკაში მათ მონაწილეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფოკუსი გაკეთებულია ქალების როლის გაძლიერებაზე Web3 მიმართულებით. 2023 წლის მარტში, Binance Charity-მ განახორციელა 100,000 აშშ დოლარის ოდენობის დონაცია საქართველოს Web3 საზოგადოების განვითარებისთვის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩაატარებს ტრენინგების სერიას. Blockchain Generation პროექტის ფარგლებში, Binance Charity, ინოვაციების სააგენტოს დახმარებით, პარტნიორობა დაამყარა ამერიკაში დაფუძნებულ საერთაშორისო კომპანია New Horizons Bulgaria-ს, რომელიც აღსრულების ნაწილში ჩაერთვება და განახორციელებს ტრენინგებს საქართველოს 180 მოქალაქისთვის 3 მიმართულებით - ბლოკჩეინის და ბიტკოინის შესავლები, ბლოკჩეინ დეველოპმენტი და კრიპტოვალუტის საფუძვლები. კურსები სრულად ფინანსდება Binance Charity-ის მიერ და უფასოა მონაწილეებისთვის. ტრენინგები დაიწყება 2023 წლის ივნისში და ნოემბრამდე გაგრძელდება. სასაუბრო ენა იქნება ინგლისური. მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მოთხოვნებთან შესაბამისობა, ცოდნა და მოტივაცია. რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://ict.gov.ge/binance აპლიკაციების შეფასებები განხორციელდება რეიტინგის მინიჭების გზით, რომელიც დაფუძნებულია ცოდნისა და მოტივაციის ერთობლიობის საფუძველზე. შეიტყვეთ მეტი შემდეგ ბმულზე: https://ict.gov.ge/binance
წყარო: https://commersant.ge/ |

10-05-2023
წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
|
04-03-2019 საჯარო რეესტრმა გაეროს მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის სესიაში მიიღო მონაწილეობა |
|---|
|
21-03-2019 საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა |
|
24-04-2023 Announcement of Japanese-Language Program for Overseas Students (Outstanding Students) 2023 between Septermber 6 and Septermber 20 in Osaka. |
|
25-07-2019 გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსი პაპა სეკი: |