ბიომრავალფეროვნების დღე „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში
ნავიგატორი
984


ბიომრავალფეროვნების დღე „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში

2023 წლის 21 მაისს კახეთში, ახმეტის მუნიციპლიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, ახმეტის მუნიციაპლიტეტთან ერთად, აღნიშნავს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს. ღონისძიების მიზანია შინაურ ცხოველთა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაცია, ახმეტის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის  საზოგადოებისათვის გაცნობა და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისება.

ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა, გაეცნონ შინაურ ცხოველთა პოპულაციებსა და პერმაკულტურის მოდელს, „ფერმერულ ბაზარზე“ შეიძინონ ადგილობრივი პროდუქტი და შეფმზარეულების მიერ ადგილზევე დამზადებული კერძები, და, რაც მთავარია, დაისვენონ მხიარულ და სასიამოვნო გარემოში.

ბიომრავალფეროვნების დღე ზემო ხოდაშენში ფართო საზოგადოებას უმასპინძლებს. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან როგორც საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ისე სამეცნიერო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ჰორეკას სექტორის, მედიის, ტუროპერატორებისა და ადგილობრივი ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროდუქტის მწარმოებლები, დისტრიბუტორები და სხვ.    

სტუმრების მიერ ადგილზე შეძენილი კერძების თანხა მოხმარდება საკონსერვაციო მეურნეობის გაძლიერებასა და ადგილობრივი ინიციატივების წახალისებას!

„ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობა

აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია ასოციაცია „ელკანას“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ჯერ კიდევ 1996 წლიდან. 2011 წლიდან მოყოლებული სოფელ ზემო ხოდაშენში ფუნქციონირებს ასოციაცია „ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობარომლის მიზანია ადგილობრივი ჯიშების კონსერვაცია, პოპულარიზაცია და  დაინტერესებულ ფერმერთა შორის გავრცელება. მეურნეობის ტერიტორიაზე მოწყობილია პერმაკულტურის ნაკვეთი. აქვე მდებარეობს ღია სამუშაო სივრცესადაც,  სხვადასხვა ტიპის დარგობრივი შეხვედრებისა და ტრენინგების გარდა, ფერმერთა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის „ფერმერის დღეები“ ტარდება.

მეურნეობა ტურისტულ ჯგუფებსაც მასპინძლობს, რომლებიც „ელკანას“ საქმიანობას ეცნობიან, მეურნეობას ათვალიერებენ და ადგილობრივ კერძებსა და ღვინოს აგემოვნებენ.

ღონისძიება გაიმართება 2023 წლის 21 მაისს; დასაწყისი 13:00.  

მისამართი: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ხოდაშენი, „ელკანას საკონსერვაციო მეურნეობა.

 


 

წყარო: ელკანა

10-05-2023

წყარო: ელკანა

26-10-2022

როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა?

17-07-2019

ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2020 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება

26-12-2022

საექსპორტო ორგანული პროდუქტის სერტიფიკატის აღება გამარტივდა

09-02-2023

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

09-02-2023

ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის

26-10-2022

როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა?

17-07-2019

ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2020 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება

26-12-2022

საექსპორტო ორგანული პროდუქტის სერტიფიკატის აღება გამარტივდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ