|
| 1053 |
|---|
ესტონეთში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტზე დასასწრებლად რეგისტრაცია დაიწყო
| „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მე-8 გლობალური სამიტი 2023 წლის 6-7 ოქტომბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, „ტელისკივის შემოქმედებით ქალაქში“ გაიმართება. სამიტზე მიწვეულები არიან OGP-ის წევრი სახელმწიფოების სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და, ზოგადად, ღია მმართველობის თემის წარმომადგენლები. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან 2,000-მდე ადამიანი ეწვევა, რომელთა შორისაც იქნებიან მთავრობათა ხელმძღვანელები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრები და პოლიტიკოსები. სამიტზე განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა ღია მმართველობა ციფრულ ერაში, ტექნოლოგიის პოტენციალი, გახადოს მმართველობა და პოლიტიკა მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული და დემოკრატიის დაცვა. OGP-ის სამიტის დაწყების წინა დღეს, 5 სექტემბერს, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიების სერიაში ჩაერთვებიან. რეგისტრაცია ღიაა 28 მაისამდე. მედიის წარმომადგენლები აკრედიტაციის მიღებას ზაფხულის მეორე ნახევრიდან შეძლებენ. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აერთიანებს 75 ქვეყანას, 106 ადგილობრივ მმართველობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას. OGP ახორციელებს აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის განკუთვნილ პროგრამას, „ევროკავშირი ინტეგრაციისთვის“ — ესაა მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომელიც რეგიონში ინოვაციური რეფორმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:მაისი 28, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

11-05-2023
წყარო: ესტონეთის მთავრობა
|
03-06-2019 წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია |
|---|
|
03-05-2019 საქართველოში წარმოებული ხის სახლები ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება |
|
03-05-2019 საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand-ი გაიხსნა |
|
25-03-2019 „ცოტა ხანში ალბათ სათამაშო ბიზნესის პლასტიკური ბარათებით მთელი ფინანსები კაზინოზე იქნება მიბარებული“ |