საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ - 2023 31 მაისს Courtyard by Marriott Batumi-ში გაიმართება
ნავიგატორი
668


საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ - 2023 31 მაისს Courtyard by Marriott Batumi-ში გაიმართება

უძრავი ქონების მუდმივად განვითარებად ინდუსტრიაში წარმატებისთვის გადამწყვეტია ინფორმაციის გაცვლა და გლობალური ტენდენციების ცოდნა - სწორედ, ამ მიზანს ისახავს უძრავი ქონების კონფერენციის შექმნა. საქართველოში აღნიშნული სფეროს განვითარებაზე საკონსულტაციო კომპანია ,,პროსპექტი’’ აქტიურად ზრუნავს და უკვე მე-3 წელია უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლებს ძალიან საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობს.

,,გრემო’’ ყოველწლიურად აერთიანებს ინდუსტრიის ლიდერებს, დარგის პროფესიონალებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს მთელი მსოფლიოდან. ღონისძიება არის ერთ-ერთი უნიკალური პლატფორმა ცოდნის გაზიარებისთვის, საქმიანი კავშირების დამყარებისთვისა და უძრავი ქონების სექტორის განვითარებისთვის.

,,ასეთი ტიპის კონფერენციები უზრუნველყოფს ინდუსტრიის პროფესიონალების შეკრებას, რათა გაცვალონ იდეები და გააღრმავონ თავიანთი ცოდნა ნიშური ბაზრების კუთხით, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შექმნან ახალი პროდუქტები, გამოიყენონ თანამედროვე მიდგომები და დანერგონ ინოვაციური გადაწყვეტილებები’’. - აღნიშნავს ,,პროსპექტის’’ დამფუძნებელი და GREMO-ს ორგანიზატორი გუგა კობახიძე.

წელს ,,გრემოს’’ ფარგლებში წარდმოგენილი იქნება როგორც პრეზენტაციები, ასევე პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები, ბიზნეს ურთიერთობების დამყარება თუ გაღრმავებისთვის. კონფერენციას 10+ მომხსენებელი (როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან) და 70-მდე დეველოპერული/სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

Prospect-ის მიზანია, ყოვეწლიური კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე კომპანიებს გაუზიაროს ყველაზე მნიშვნელოვანი და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო საკითხები. GREMO 2023 ხორციელდება ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობით, როგორიცაა თიბისი ლიზინგი, ალდაგი, TEKTO Group, Savvy Consulting, CMC, FMG Soft, ხოლო ღონისძიების მედია პარტნიორია BPN და BMG.

მონიშნეთ 31 მაისი თქვენს კალენდარში და შუერთდით უძრავი ქონების ყოველწლიურ კონფერენციას “გრემო” - ბათუმი 2023-ს, რომელიც უნიკალურ შანსს აძლევს დეველოპერულ სექტორში მოღვაწე კომპანიებს, რომ უფრო მეტი წარმატებული, მდგრადი, მწვანე, საინვესტიციოდ და საცხოვრებლად საინტერესო ქალაქები შექმნან.

 


 

წყარო: https://www.bpn.ge/

25-05-2023

წყარო: პროსპექტი

07-04-2023

სამთვიანი უფასო სასწავლო ვიზიტი იტალიაში

11-04-2019

ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

12-03-2019

IT აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს

10-10-2023

სათემო ლიდერთა ფორუმი 2023

10-10-2023

სათემო ლიდერთა ფორუმი 2023

07-04-2023

სამთვიანი უფასო სასწავლო ვიზიტი იტალიაში

11-04-2019

ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

12-03-2019

IT აკადემია გთავაზობთ სასწავლო კურსს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ