|
| 2024 |
|---|
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა
| ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ ამ დარგის აგროწარმოების ფერმერებისთვის აშშ-სა და იტალიიდან მოწვეული აგრონომების მასტერკლასი მოაწყო.
ასოციაციის წევრ 50-მდე ფერმერს და დაინტერესებულ პირებს USAID პროგრამის აგრო ბიზნეს კონსულტანტმა ბრიუს ბეიმ და იტალიის აგროინდუსტიული ჯგუფის „ვიტროპლანტის“ (VITROPLANT) აგრონომმა ჯერარდო გრილიმ (Gerardo Grilli)მსოფლიოში, ნუშისა და კაკლის აგროწარმოებაში არსებული გამოცდილებები გაუზიარეს.
ასოციაციის ძირითად გამოწვევას დარგში აგრონომიული ცოდნის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს.
უცხოელი აგრონომები საქართველოში რამდენიმე დღეა იმყოფებიან და ადგილობრივ ფერმერებს საქართველოში ნუშისა და კაკლის აგროწარმოების განვითარებისთვის კონსულტაციებს უწევენ.
ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, 2018 წლის მაისში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია ფერმერებს შორის მეტი კოორდინაცია და გამოცდილების გაზიარება. ამ ეტაპისთვის ასოციაცია 70-მდე ფერმერს აერთიანებს. |

28-02-2019
წყარო: commersant.ge
|
03-06-2019 საქართველოდან ჭაჭის ექსპორტი 61 პროცენტით გაიზარდა |
|---|
|
19-04-2023 ფოტოკონკურსი - ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა |
|
27-10-2022 აკადემიური სტატიების კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის |
|
15-04-2019 კალიფორნიაში სასტუმროებს მომხმარებლისთვის პლასტიკურ ბოთლში მოთავსებული შამპუნის შეთავაზებას აუკრძალავენ |