|
| 3052 |
|---|
მიწის მდგრადი მართვის სააგენტო - ახალი სსიპ, რომელიც 800 ათასით ლარით დაფინანსდება
| რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონი პარლამენტშია. აგრარულმა კომიტეტმა კანონპროექტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში მოახდინა.
კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ოთარ დანელიაა. კანონპროექტი არეგულირებს, ვინ შეიძლება ქვეყანაში იყოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელი, რა პირობებით და ვალდებულებებით. კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში, უცხოელებს ჯერ ჯარიმის გადახდა მოუწევთ, შემდეგ კი - მიწის გაყიდვაც.
კანონის ფარგლებში შეიქმნება და 2020 წლიდან ამოქმედდება ახალი სსიპ- მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, რომელიც ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარით დაფინანსდება.
ახალი სსიპ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. მას უხელმძღვანელებს თავმჯდომარე, რომელსაც პრემიერი სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით დანიშნავს.
სააგენტო ძირითადი უფლებამოსილებებია:
1 - მიწის რესურსის აღრიცხვა, ბალანსის შედგენა, სტატისტიკის წარმოება, მიწის რესურსის შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა; |

28-02-2019
წყარო: bm
|
25-03-2019 "ხელისუფლება შესაძლოა, ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს" |
|---|
|
24-05-2023 სტრესის მართვის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს |
|
29-08-2019 შვედეთის პარლამენტის დელეგაცია თბილისის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კრიზისულ ცენტრს ესტუმრენ |
|
20-10-2023 STUDY OF THE UNITED STATES SUMMER INSTITUTE FOR SCHOLARS |