|
| 1091 |
|---|
„ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
| ევროკომისიამ და მის ფარგლებში მოქმედმა „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) პროგრამამ „ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროში მომუშავე პროექტებისთვისაა განკუთვნილი. კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები წელს შემდეგ ხუთ კატეგორიაში გაიცემა: კონსერვაცია, ადაპტაცია და ხელახალი გამოყენება; კვლევა; განათლება, ტრენინგი და უნარები; მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება; და კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონები. საპროექტო განაცხადები შეიძლება ეხებოდეს მატერიალურ, არამატერიალურ ან ციფრულ კულტურულ მემკვიდრეობას. ამასთან, კონკურსზე მიიღება როგორც მცირემასშტაბიანი ასევე დიდი მასშტაბის, ადგილობრივი, ევროპული ან საერთაშორისო პროექტები. ჯილდოები გადაეცემა 30-მდე პროექტს, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გამორჩეულ შედეგებს მიაღწია. მათგან მაქსიმუმ 5 გამარჯვებული მიიღებს გრანპრისა და 10,000 ევროს ოდენობის ფულად ჯილდოს. იმავე მოცულობის ფულადი თანხა ასევე გადაეცემა ხალხის რჩეულ გამარჯვებულს, რომელიც ინტერნეტით ჩატარებული ხმის მიცემით გამოვლინდება. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოცაა. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი. ამასთან, „ევროპა ნოსტრა“ უმასპინძლებს ორ ვებინარს თემაზე, „როგორ მოვამზადოთ განაცხადი ‘ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის’ კონკურსისთვის“. ვებინარები შეეხება ერთსა და იმავე საკითხებს და გაიმართება შემდეგ რიცხვებში:
ვებინარებზე დასწრება უფასოა, წინასწარი რეგისტრაცია კი სავალდებულოა. დამატებითი ინფორმაცია
წყარო: https://euneighbourseast.eu |

10-10-2023
წყარო: ევროკომისია
|
22-07-2019 ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო |
|---|
|
26-10-2022 კალიგრაფთა კონკურსი |
|
11-04-2019 აჭარაში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება |
|
25-06-2019 საქართველოს ბანკმა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია - “ინვესტორთა დღე” გამართა |