კალიგრაფთა კონკურსი
ნავიგატორი
1116


კალიგრაფთა კონკურსი

მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ზრდასრულებისა და უცხოეთში მცხოვრები დაინტერესებული პირებისათვის საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია ✍️ კალიგრაფიის კონკურსს აცხადებს – “თბილისი საქართველოს დედაქალაქი – 900”.

 

▶️კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა შექმნას კალიგრაფიული ნამუშევარი : მხედრულით, ნუსხურით ან ასომთავრულით. (საწერი მასალა და საშუალებები შეზღუდული არ არის).

 

▶️ ტექსტი უნდა ეხებოდეს თბილისს (ტექსტის მოცულობა და შინაარსი შეზღუდული არ არის). კონკურსანტს შეუძლია შეარჩიოს ციტატები ისტორიული წყაროებიდან, ლიტერატურიდან ან დაწეროს მისთვის სასურველი თავისუფალი ტექსტი, თუნდაც ერთი სიტყვა.

 

მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 20 ნოემბრამდე გამოაგზავნეთ საკონკურსო ნამუშევრები მეილზე – gecalligraphers@gmail.com ნამუშევარს თან დაურთეთ: სახელი და გვარი, ასაკი და/ან კლასი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნამუშევრის ზომები და გამოყენებული მასალა.

 

კონკურსი ჩატარდება სამ საკონკურსო კატეგორიაში:

1. სკოლის მოსწავლეები
2. სტუდენტები და სხვა ზრდასრული პირები
3. უცხოეთში მცხოვრები პირები

 

ინფორმაცია ფინალისტების შესახებ გამოქვეყნდება საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება გამარჯვებული კალიგრაფი, რომელსაც გადაეცემა ჯილდო და სერტიფიკატი საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციისაგან.

 


 

წყარო: https://stipendia.ge/

26-10-2022

წყარო: საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია

01-04-2019

ავიაკომპანია AIR FRANCE-მა თბილისში პირველი რეისი შეასრულა

13-05-2019

გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

08-04-2019

რატომ ეძებდნენ საბჭოთა მოქალაქეები თევზის კონსერვში ძვირფასეულობას?

03-08-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

03-08-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

01-04-2019

ავიაკომპანია AIR FRANCE-მა თბილისში პირველი რეისი შეასრულა

13-05-2019

გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

08-04-2019

რატომ ეძებდნენ საბჭოთა მოქალაქეები თევზის კონსერვში ძვირფასეულობას?


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ