|
| 1161 |
|---|
რონდელის ფონდის კონკურსი
| საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს კონკურსს 2022 წლის ხანმოკლე სასწავლო პროგრამაში “მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები” მონაწილეთა შესარჩევად. 4-დღიანი სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის გაზრდას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის თემაზე დისკუსიას, ცოდნის ამაღლებას და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერას. პროგრამის მონაწილეთა სასტუმროს, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს უზრუნველყოფს რონდელის ფონდი. შერჩევის პროცესი: დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: apply@gfsis.org; ელფოსტის საგანში გთხოვთ მიუთითოთ პროექტის დასახელება განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ნოემბერი, 2022 წელი შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://gfsis.org.ge/ge/events/announcement/view/1504 პროექტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ახორციელებს ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან პარტნიორობით (OSCE HCNM).
წყარო: https://stipendia.ge/ |

26-10-2022
წყარო: რონდელის ფონდი
|
28-02-2019 ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა |
|---|
|
11-04-2019 შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდება |
|
30-04-2019 GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის |
|
10-04-2019 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები ბერლინში შეხვედრებს მართავენ |