პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 5 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გაიტანენ
ნავიგატორი
2625

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 5 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გაიტანენ

ფერმერის ერთადერთი ვალდებულებაა, რომ 5 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ არ უნდა დატოვოს სახელმწიფოს საზღვრები. ამის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვიგირავებთ ტექნიკას, - ამის შესახებ „ინტერპრესნნიუსს“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში ტექნიკის შესყიდვა შესაძლოა, მოხდეს საზღვარგარეთის ბაზარზეც და საქართველოშიც, მთავარია ეს ტექნიკა არ იყოს ექსპლუატაციაში მყოფი და წარმოებული იყოს არაუმეტეს 2 წლით ადრე.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას სავარაუდოდ მარტში დაიწყებს. პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 4 მილიონი ლარია, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარისა.

28-02-2019

წყარო: commersant.ge

11-04-2019

Xiaomi-ს დამფუძნებელმა ბონუსად $957 მილიონი მიიღო

04-04-2019

მთავრობამ წინანდალში სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გააუქმა

11-04-2019

შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდება

18-02-2019

რამდენს უხდის რუსეთი აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ „კეთილმეზობლობისთვის“ - ოკუპირებული რეგიონების უდარდელი ცხოვრება მოსკოვს სულ უფრო ძვირი უჯდება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ