რამდენს ხარჯავენ თბილისელები ყოველთვიურად საკვებ პროდუქტებზე?
ნავიგატორი
2062

რამდენს ხარჯავენ თბილისელები ყოველთვიურად საკვებ პროდუქტებზე?

მოსახლეობის ცხოვრების დონის და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის შემოსავლების გარდა, მნიშვნელოვანია მათი დანახარჯების გაანალიზებაც.

„ეისითი“ დაინტერესდა, თუ რამდენს შეადგენს თბილისის მცხოვრებლების ყოველთვიური დანახარჯი საკვებ პროდუქტებზე და შესაბამისად, როგორია მათი მსყიდველობითუნარიანობა.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საკვებ პროდუქტებში საშუალო თვიური დანახარჯი 569 ლარს შეადგენს.

გამოკითხულთა 30%-ს შეადგენენ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც საკვებ პროდუქტებში ყოველთვიურად მინიმალურ თანხებს ხარჯავენ, კერძოდ კი 300 ლარზე ნაკლებს. თბილისელების მესამედის (34%) ყოველთვიური დანახარჯი 300-500 ლარის შუალედში ვარირებს. გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი, 36%-ი, შედარებით დიდ თანხებს ხარჯავს ყოველთვიურად საკვებ პროდუქტებზე – მათი დანახარჯები 500 ლარს აღემატება.

ამასთან, გამოკითხულთა ოჯახის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი წარმოადგენს 1238 ლარს.

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 800 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, ოჯახში საკვების მომარაგებაზე პასუხისმგებელ პირებთან, 2018 ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება მერყეობს 3,5-4,2%.

03-03-2019

წყარო: bpn

02-12-2019

პროექტს - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2 დღეში 11000-ზე მეტი მომხმარებელი გაეცნო

06-03-2019

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში სასწავლებლად სრული სტიპენდიის მოპოვება თქვენც შეგიძლიათ!

08-11-2022

The Community Engagement Exchange (CEE) Program application is now open!

26-09-2022

საფერავის საერთაშორისო კონკურსი

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ