კომპანია „Iberostar Group” საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა
ნავიგატორი
2070


კომპანია „Iberostar Group” საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ ორგანიზებული საინვესტიციო მისიის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა და დირექტორმა შეხვედრა გამართეს ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე ისეთ ცნობილ კომპანიასთან, როგორიც არის “Iberostar Group”.

კომპანია „Iberostar Group” 1956 წელს, კუნძულ მალიორკაზე ჩამოყალიბდა, მოღვაწეობს 20-მდე ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და 120-ზე მეტი მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროს მფლობელია. ვინაიდან კომპანიის სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს  "პირველი ხაზის" სასტუმროები  ("first line" hotels), რაც გულისხმობს სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას, სააგენტომ აწარმოე საქართველოში  ჯგუფს გააცნო შავი ზღვის საინვესტიციო პოტენციალი, საქართველოს ბუნებრივი, გეოგრაფიული და კლიმატური პირობები და შესთავაზა აჭარის რეგიონში  ინვესტირება უძრავი-ქონების და სასტუმროს ინდუსტრიის მიმართულებით.

სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, ასევე, ესაუბრა კომპანიას საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ ნაკადზე და შესაბამისად, ტურისტული ინფრასტრუქტურის მზარდ მოთხოვნაზე, საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივესა და დაბალ გადასახადებზე.

აღსანიშნავია, რომ ესპანური კომპანია დაინტერესდა საქართველოში არსებული ტურისტული პოტენციალით, კერძოდ: შავის ზღვის სასაზღვრო ზოლზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით, საქართველოს გამჭვირვალე, ტრანსფარენტული და უსაფრთხო ბიზნეს გარემოთი.

15-02-2019

წყარო: enterprisegeorgia

08-04-2019

საქართველოში მსხვილი კომპანიები მაისიდან ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე იყიდიან

04-06-2019

2019 წლის საზაფხულო სკოლა

03-06-2019

ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 16%-ით გაიზარდა

22-02-2019

თიბისი ბიზნესკლიენტებისთვის IFRS for SME სასწავლო კურსს დააფინანსებს

22-02-2019

თიბისი ბიზნესკლიენტებისთვის IFRS for SME სასწავლო კურსს დააფინანსებს

08-04-2019

საქართველოში მსხვილი კომპანიები მაისიდან ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე იყიდიან

04-06-2019

2019 წლის საზაფხულო სკოლა

03-06-2019

ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 16%-ით გაიზარდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ