ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოსთვის პროექტის ციკლის მართვის, მონიტორინგის და შეფასების სასწავლო კურსი ჩატარდა
ნავიგატორი
1575


ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოსთვის პროექტის ციკლის მართვის, მონიტორინგის და შეფასების სასწავლო კურსი ჩატარდა

1-3 მარტს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაბა ქედაში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს ცხრა წევრისთვის და კოორდინატორისთვის, სასწავლო კურსი„პროექტის ციკლის მართვა, მონიტორინგი და შეფასება“ ჩატარდა. კურსი ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალურიგამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული. იგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებში პროექტის ციკლის მართვის, მონიტორინგის და შეფასების ცოდნის/უნარ-ჩვევების განვითარებას. ტრენინგი შექმნილია ზრდასრულთა განათლების მეთოდების გამოყენებით, რაც განაპირობებს მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

აღნიშნული ტრენინგი მეექვსე საგანმანათლებლო აქტივობაა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს გაძლიერებისთვის. პროექტის ფარგლებში, 12 ტრენინგია დაგეგმილი სხვადასხვა თემაზე რათა მოხდეს მმართველი საბჭოს ცოდნის და უნარების განვითარება და წარმატებული ფუნქციონირება.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოსსტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან(IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და

სივრი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობისდივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო–სამეურნეო დაგარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებასსაქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ისძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამისპირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო,ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანებისეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულსექტორში.

05-03-2019

წყარო: ENPARD

26-10-2022

ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელთათვის

10-02-2023

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია

31-08-2022

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა

16-05-2019

ბილაინის მხარდაჭერით აგროპრენერებისთვის ჰაკათონი ჩატარდა

16-05-2019

ბილაინის მხარდაჭერით აგროპრენერებისთვის ჰაკათონი ჩატარდა

26-10-2022

ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელთათვის

10-02-2023

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია

31-08-2022

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ