|
| 2675 |
|---|
აშშ-ში რუსმა რეპერმა ტიმატიმ რესტორანი გახსნა, რომელშიც საკვები შავი ხელთათმანით უნდა მიირთვათ
| აშშ-ში, რუსმა რეპერმა, ტიმატიმ რესტორანი გახსნა, რომელშიც საკვები შავი ხელთათმანით უნდა მიირთვათ ლოს ანჯელესში (კალიფორნია) რესტორნების ქსელის Black Star Burger პირველი ობიექტი გაიხსნა. კომპანია 3 წლის წინ დაარსდა და ერთ-ერთი ინვესტორია რუსი რეპერი ტიმატი. Black Star Burger-ის ვებგვერდის თანახმად, კომპანია სწრაფად ფართოვდება და მოსკოვსა და მის შემოგარენში უკვე 20 ობიექტი აქვს. ახლა კომპანიამ ბიზნესის განვითარება აშშ-შიც გადაწყვიტა და ლოს ანჯელესის ერთ-ერთი ცხელი რაიონიდან დაიწყო. წერს Eater. ახალ რესტორანში საკვები საკმაოდ უჩვეულოა. კლიენტებს ჰამბურგერების ჭამას შავი ხელთათმანებით სთავაზობენ, თუმცა ამის მიზეზი უცნობია. მენიუში ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა შავი ბურგერები და უცნაური დესერტები. VIP- ბურგერის შეკვეთის შემთხვევაში, საკვები ოფიციანტს ზარების რეკვის ფონზე მოაქვს. „ჩვენ ბურგერებს ვამზადებთ, რადგან გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ – ბურგერი არ არის საზიანო. ეს არის რთული აგებულების ბუტერბროდი, რომლითაც შეგიძლიათ ჯანსაღად დანაყრდეთ და ნაკლები კალორია მიიღოთ, ვიდრე ვთქვათ, კომპლექსური სადილის დროს“,-ნათქვამია ვებგვერდზე. |

10-05-2019
წყარო: infopostalioni.com
|
05-06-2019 ვითიბი ბანკმა გამარჯვებულები დააჯილდოვა |
|---|
|
17-06-2019 ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი Natural Wine and Food |
|
31-03-2019 „ვერტიკალური ფერმები“ და ხელოვნური ხორცი - როგორია სოფლის მეურნეობის მომავალი |
|
07-04-2023 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“ |