|
| 1719 |
|---|
კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერა ხელი
| კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმება კორეის რესპუბლიკაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა, რომელშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელიც მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციამ 11 მარტს, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (Korea Chamber of Commerce and Industry (KCCI) წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც მიხეილ ხიდურელმა კორეულ მხარეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. 11-12 მარტს, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ქართული მხარის შეხვედრები ისეთ კორეულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: Samsung Electronics, Hyundai Motor Group, K-water, Korea Hydro & Nuclear Power Corporation, Korea International Trade Association, Korea Overseas Infrastructure & Urban Development Corporation (KIND Korea), Korea Trade-Investment Promotion Agency, Korea Importers Association (KOIMA). აღსანიშნავია, რომ 2007 – 2017 წლებში საქართველოში დაახლოებით 97 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კორეული ინვესტიცია განხორციელდა, 2018 წლის სამ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა დაახლოებით 39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 204 პროცენტით აღემატება. კორეული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ენერგეტიკაში, ასევე, ტრანსპორტში, სასტუმრო ბიზნესსა და უძრავ ქონებაში განხორციელდა. |

11-03-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში
|
25-03-2019 "ხელისუფლება შესაძლოა, ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს" |
|---|
|
25-03-2019 "ხელისუფლება შესაძლოა, ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს" |
|
13-05-2019 სტუდენტურ საპარლამენტო დებატებში „ახალგაზრდობა ევროპისთვის“ საქართველოს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ |
|
26-10-2022 ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე წარსადგენი პროექტის კონკურსი |