უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წლის მინიმუმზეა
ნავიგატორი
1957

უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წლის მინიმუმზეა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

„საქსტატის“ ცნობით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში კერძოდ, 2013 წლის შემდეგ ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ - 2013 წელს 1 020.6 მლნ დოლარი; 2014 წელს - 1 817.7 მლნ; 2015 წელს - 1 665.6 მლნ; 2016 წელს - 1 565.8 მლნ; ხოლო 2017 წელს - 1 894.5 მლნ დოლარი შეადგინა.

11-03-2019

წყარო: bpn

08-04-2019

დღეიდან შეგიძლიათ ახალ პროფესიას უფასოდ დაეუფლოთ - სახელმწიფო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

17-02-2019

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ელმავალმშენებელ ქარხანაში შევიდა

25-03-2019

ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus"-ზე იყო წარმოდგენილი

15-04-2019

ივანე მაჭავარიანი - ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ