„ინვესტიციების წახალისების შეთანხმება კორეიდან ინვესტიციებს გაზრდის"
ნავიგატორი
1888

„ინვესტიციების წახალისების შეთანხმება კორეიდან ინვესტიციებს გაზრდის"

საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედება საქართველოში კორეულ ინვესტიციებს გაზრდის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელიც კორეაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრა კორეის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრთან, აგრეთვე გაფორმდა მთავრობათაშორისი შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ქართულმა მხარემ საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკების დაწყების ინიციატივა გამოხატა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება მხარეებს გაუხსნის გზას კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

„ჩვენ ვგეგმავთ უწყებათაშორისი კომისიის შექმნას და მოლაპარაკებების ინიცირებას. ჩვენთვის კორეა მნიშვნელოვანი ბიზნესპარტნიორი და მსხვილი ინვესტორია. კორეულ კომპანიებს განხორციელებული აქვთ ინვესტიცია საქართველოს ენერგეტიკაში, რასაც ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

2007 – 2017 წლებში საქართველოში დაახლოებით 97 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კორეული ინვესტიცია განხორციელდა, 2018 წლის სამ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა დაახლოებით 39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 204 პროცენტით აღემატება. კორეული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ენერგეტიკაში, ასევე ტრანსპორტში, სასტუმრო ბიზნესსა და უძრავ ქონებაში განხორციელდა.

11-03-2019

წყარო: bpn

10-04-2019

როგორია მარწყვის იმპორტი საქართველოში და მსოფლიო ბაზრის ტენდენცია

04-03-2019

საქართველოს ბანკი მარტში ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

05-04-2019

პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 16%-ით გაიზარდა

13-05-2020

პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ანახლებს.

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ