|
| 1893 |
|---|
სოციალურ მედიაში ახალი გამოწვევა #Trashtag გავრცელდა
| ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ახალი გამოწვევა #Trashtag გამოჩნდა, რომელიც მალევე გახდა პოპულარული და მასში მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი ჩაერთო. „ბიბისის“ ინფორმაციით, ონლაინ გამოწვევის არსი შემდეგში მდგომარეობს - უნდა გადაუღოთ ფოტოსურათი დაბინძურებულ გარემოს, შემდგომ დაასუფთავოთ ის და დასუფთავებულ ადგილს კვლავ გადაუღოთ ფოტო. გამოწვევის მიზანია საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს გარემოს დაცვას, გაიაზროს არსებული მძიმე მდგომარეობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის დასუფთავებაში.
გამოწვევის წყალობით ათასობით ადამიანმა მთელი მსოფლიოდან ნარჩენებისაგან უკვე გაათავისუფლა სანაპიროები, პარკები და გზები. მხოლოდ Instagram-ზე გასულ დღეებში 250 000-ზე მეტი მსგავსი პოსტი გავრცელდა. როგორც ირკვევა, გამოწვევის იდეა 2015 წელს კომპანია UCO Gear-ს გაუჩნდა და მას მალევე გამოუჩნდნენ მიმდევრები. მასშტაბური ხასიათი კი მას გასულ კვირის შემდეგ მიეცა, როდესაც ახალგაზრდამ აშშ-ის შტატ არიზონაში გადაღებული ფოტო „ფეისბუქზე“ გაავრცელა. |

13-03-2019
წყარო: bpn
|
31-05-2019 აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებული სახლის ქირაობა თვეში $1,5 მილიონი ღირს |
|---|
|
21-02-2019 თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი გააცნო |
|
25-03-2019 „ცოტა ხანში ალბათ სათამაშო ბიზნესის პლასტიკური ბარათებით მთელი ფინანსები კაზინოზე იქნება მიბარებული“ |
|
18-03-2019 ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტურ პროექტს იწყებენ |