„გაზპრომბანკი“ აზერბაიჯანულ პროექტებში მილიარდებს დააბანდებს
ნავიგატორი
1814


„გაზპრომბანკი“ აზერბაიჯანულ პროექტებში მილიარდებს დააბანდებს

„გაზპრომბანკი“ მზადაა, აზერბაიჯანში რამდენიმე პროექტი ჯამში 3 მილიარდი დოლარით დააფინანსოს. ამის შესახებ, ბაქოში ბანკის აღმასრულებლის მოადგილემ, ფამილ სადიგოვმა განაცხადა. მისივე თქმით, „გაზპრომბანკი“ სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარ-ს“ საიმედო პარტნიორად მოიაზრებს და მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.

სადიგოვმა ასევე განაცხადა, რომ „გაზპრომბანკს“ „სოკარ-ის“ პოლიმერების წარმოება და საწარმოო გაერთიანება „აზერქიმიას“ ქარხნების მოდერნიზაციის პროგრამა აქვს დაფინანსებული. გარდა ამისა, რუსულ ბანკს, სამშენებლო პროექტ „სოკარ GPC-ის“ კომპლექსის დაფინანსებაში მონაწილეობა სურს, რისთვისაც მზადაა, 400-800 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაიღოს.

„სოკარ GPC-ის“ კომპლექსში შევა როგორც გაზის გადასამუშავებელი, ასევე პოლიმერების მწარმოებელი ქარხნები. ის წლიურად 9.1 მილიარდ კუბურ მეტრ გასუფთავებულ გაზს და 600 ათას ტონა დაბალი და მაღალი წნევის პოლიეთილენს, 130 ათას ტონა პროპილენს, 42 ათას ტონა ბენზენს, ასევე 25 ათას ტონა ბენზინს გამოუშვებს. ქარხნებში შიდა მოხმარებისთვის ასევე 32 000 ტონა ბუტენ 1-ს და 21 000 ტონა ჰექსენ 1-ს დაამზადებენ.

„გაზპრომბანკის“ ჯგუფში ბევრი კომპანია შედის, რომლებიც ფინანსური ბაზრის გარდა, ძვირფასი მეტალების, ნავთობის და გაზის ბაზრებზე, ასევე მშენებლობის და სხვა სექტორებში მუშაობენ.

13-03-2019

წყარო: bpn

21-12-2022

კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის

30-05-2019

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა

25-04-2019

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

31-03-2019

ჩაისა და თაფლის ფესტივალი მთაწმინდის პარკში

31-03-2019

ჩაისა და თაფლის ფესტივალი მთაწმინდის პარკში

21-12-2022

კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის

30-05-2019

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა

25-04-2019

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ