|
| 2214 |
|---|
2015-2018 წლებში მაღალხარისხიანი რძის წარმოება ორჯერ გაიზარდა
| 200-ზე მეტი რძის მწარმოებელი ფერმერი, გადამამუშავებელი, მანქანა-დანადგარების მომწოდებელი, დარგის ექსპერტი და მთავრობის წარმომადგენელი დღეს რძის სექტორის ყოველწლიურ კონგრესზე შეიკრიბა.
ნინა კუზმინამ, EBRD-ის აგრობიზნესის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა: „პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება, უვნებლობა და ეფექტიანობის გაზრდა ძირითადი ქვაკუთხედია მერძევეობის სექტორის კონკურენტუნარიანის უზრუნველსაყოფად. ჩვენ რძის კომერციულ მწარმოებლებს ვეხმარებით ცოდნის გაზიარებით და რჩევებით, მაგრამ ჯერ კიდევ ცოტაა მწარმოებელი, რომელსაც შეუძლია შემოაბრუნოს ბაზარზე არსებული ნეგატიური ტენდენციები.“
2015 წელს, რძის სექტორის პროექტის დაწყების შემდეგ, საქართველოში მაღალხარისხიანი რძის წარმოება ორჯერ გაიზარდა, კომერციული მწარმოებლების უმეტესობას EBRD-მ და FAO-მ მხარდაჭერა გაუწიეს. |

14-03-2019
წყარო: commersant.ge
|
22-07-2019 ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო |
|---|
|
17-02-2019 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ელმავალმშენებელ ქარხანაში შევიდა |
|
29-09-2022 გააციფრულე და გაზარდე შენი ბიზნესი |
|
02-12-2019 EBRD ექვსი ქალაქისთვის ავტობუსების შესაძენად €17 მილიონს გამოყოფს |