|
| 2044 |
|---|
გიორგი ქობულია - დღეს დავათვალიერე საწარმო, რომლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით
| შპს „ემჯიემტექს" 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა და წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 მლნ ლარს შეადგენს. საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია, საწარმოში ამჟამად 300-მდე ადამიანია დასაქმებული და პროდუქციას აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდის ტანსაცმელს, როგორიცაა M&S, UMBRO, Comma და სხვა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანია ბრენდის „H&M" ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, "H&M"-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით "MADE IN GEORGIA" (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.
|

17-02-2019
წყარო: commersant.ge
|
15-04-2019 საზაფხულო სკოლა IX,X და XI კლასის მოსწავლეებისთვის |
|---|
|
21-12-2022 სტიპენდიები ქართველი მეცნიერებისათვის |
|
23-12-2022 სტუდენტური ბლოგების კონკურსი |
|
10-02-2023 Applications for AFS Global STEM Accelerators Cohort 1 are Now Open |