|
| 1769 |
|---|
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ტოკიოში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს შეხვდა
| საქართველო-იაპონიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატის - საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარე იჩირო აისავას შეხვედრის მთავარი თემები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებაზე.
ასევე აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით და ტურიზმის სფეროში არსებული პოტენციალი. იაპონური მხარის შეფასებით, ამ პროცესს ხელს შეუწყობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იაპონიაში და ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს.
ასევე გამოითქვა ქართული ქვევრის ღვინით დაინტერესება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გამოფენის - საქართველო - ღვინის სამშობლო მნიშვნელობას, რომელიც ქართული ღვინის, ისტორიისა და კულტურის შესახებ იაპონიაში ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატი, საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანი იასუტოში ნიშიმურა, ხოლო საქართველოს მხრიდან - იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, დეპუტატები - გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი დაესწრნენ. |

14-03-2019
წყარო: commersant.ge
|
04-11-2022 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს „მწვანე ჯილდოს” კონკურსს |
|---|
|
19-04-2019 „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან ხელშეკრულების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ |
|
13-06-2019 Ford-ი აშშ-ს ბაზრიდან მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს |
|
06-06-2019 RDFG-მ მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გამართულ კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში |