|
| 1923 |
|---|
50-ლარიანი დახმარებით 146 000 ბავშვი ისარგებლებს
| სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა ფორმით მიიღებენ. 50 ლარიდან 30 სპეციალურ, ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება, რომლის გამოყენებაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად იქნება შესაძლებელი. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება. სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით მიიღო. ბავშვის 50-ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებგვერდ www.ssa.gov.ge-ზეა ხელმისაწვდომი. |

15-03-2019
წყარო: commersant.ge
|
10-04-2019 ემუქრება თუ არა მსოფლიოს პურის დეფიციტი |
|---|
|
17-10-2019 ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო! |
|
02-07-2019 სურსათის უვნებლობა ტრენინგი თბილისში |
|
05-04-2019 ბულგარეთი საქართველოსთან საჰაერო ტრანსპორტის განვითარებით არის დაინტერესებული |