გიორგი ქობულია - NEXI-სთან შეთანხმება იაპონია-საქართველოს ურთიერთობებს გააღრმავებს და იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს
ნავიგატორი
1833


გიორგი ქობულია - NEXI-სთან შეთანხმება იაპონია-საქართველოს ურთიერთობებს გააღრმავებს და იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს

შეთანხმება, რომელიც იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიასთან (NEXI) გავაფორმეთ, აუცილებელია საქართველოში იაპონური ბიზნესის განვითარებისთვის. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ იაპონიასთან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, რადგან ის კიდევ ერთ ბიძგს მოგვცემს, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს არამარტო იაპონელების შემოსვლით საქართველოში, არამედ ქართული კომპანიების გააქტიურებით იაპონურ ბაზარზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

 

შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველოსა და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

 

შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საკუთრი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საქართველოში, რისთვისაც იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტები.

 

გიორგი ქობულიას განცხადებით, NEXI - სთან გაფორმებული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია იაპონური კომპანიებისთვის, რომლებიც ახალ ბაზრებზე შედიან. აღნიშნული ორგანიზაცია არის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, რომელიც აზღვევს იაპონურ საინვესტიციო პროექტებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

 

„იაპონური ბიზნესი საკმაოდ სპეციფიკურია თავისი ბუნებით და რისკის აღქმით მხრივ, ამიტომ მათ სჭირდებათ გარანტირებული სადაზღვევო ინსტრუმენტის არსებობა, რომლითაც მოხდება კომპენსირება პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

NEXI იაპონიის სამთავრობო ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტოა, რომელიც სადაზღვევო პროდუქტებით იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს უზრუნველყოფს.

15-03-2019

წყარო: commersant.ge

15-04-2019

კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

13-05-2019

UP-start Bootcamp

02-05-2019

ისანში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო

25-06-2019

„როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ხილსა და ბოსტნეულში დარღვევები ვერ აღმოაჩინა

25-06-2019

„როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ხილსა და ბოსტნეულში დარღვევები ვერ აღმოაჩინა

15-04-2019

კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

13-05-2019

UP-start Bootcamp

02-05-2019

ისანში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ